"ჩემთვის დედა რომ დაეძახა, შესაძლოა გარკვეულწილად შეურაცხყოფაც ყოფილიყო" - თამრიკო ჭოხონელიძე დედამთილის ამპლუაში - Marao

"ჩემთვის დედა რომ დაეძახა, შესაძლოა გარკვეულწილად შეურაცხყოფაც ყოფილიყო" - თამრიკო ჭოხონელიძე დედამთილის ამპლუაში

2026-03-31 10:39:07+04:00

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რძალთან ანი იმნაძესთან ერთად ანა ტყებუჩავას გადაცემის "მეხუთე ელემენტის"სტუმარი იქნება. გადაცემის ანონსის დადების შემდეგ ვხვდებით, რომ რძალ-დედამთილს ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს.

"ჩემთვის დედა რომ დაეძახა, შესაძლოა გარკვეულწილად შეურაცხყოფაც ყოფილიყო. დედა არის დედა. ჯანსაღი ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ, ვფიქრობ ამაზე იდგა ქართველი ერი" - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

„არასდროს ვამბობ, რომ ჩემი დედამთილია. ქალბატონ ხიფათას ვეძახი. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ორი ზარის შემდეგ არ პასუხობს, უკვე იწყება განგაში. ახლა მოყვეს თვითონ რომ არ პასუხობს ტელეფონს“, - ამბობს ანი იმნაძე.

  • "დღეს ამ საოცარი გოგოს დაბადების დღეა!" - კოკო როინიშვილისა და ანი იმნაძის ბედნიერი ოჯახი, ერთი შვილი და სიყვარულის 13 წელი 

თამრიკო ჭოხონელიძე 

თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების - ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.

1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.

tamriko-tchokhonelidze

  • „მე ასეთი გია არ მინახავს! ასეთი რამ არც ელენეზე და არც მარიამზე არ გაუკეთებია“ - თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ბებია-ბაბუის ამპლუაში 

 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში

თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.

 "მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება" - ამბობდა გია როინიშვილი.