სილვეტ დევიდი, მოგვიანებით ცნობილი როგორც Lydia Corbett, იყო ფრანგი-ბრიტანელი ქალი, რომელიც 1950-იან წლებში შემთხვევით გახდა ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, პაბლო პიკასოს მუზა.

სილვეტ დევიდის ცხოვრება
სილვეტი დაიბადა 1934 წელს პარიზში. მისი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა. ამ დროს მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. ომის წლებში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საფრანგეთში.
ახალგაზრდობაში სილვეტი არ იყო ცნობილი ადამიანი. ის არ იყო მოდელი ან მსახიობი. უბრალოდ მშვიდი, მოკრძალებული გოგო იყო, რომელსაც ხელოვნება უყვარდა. 19 წლის ასაკში ის ცხოვრობდა საფრანგეთის სამხრეთში, პატარა ქალაქში თავის საქმროსთან ერთად.

პიკასოსთან შეხვედრა
სწორედ ვალორიში ცხოვრობდა იმ დროს პაბლო პიკასოც. ერთ დღეს მან სილვეტი შენიშნა ქუჩაში, მისი გარეგნობა ძალიან განსხვავებული იყო, რამაც პიკასო მაშინვე მოიხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ სილვეტი თავიდან მორცხვობდა, საბოლოოდ დათანხმდა, რომ პიკასოს ის დაეხატა.
1954 წელს, სულ რამდენიმე თვეში, პიკასომ მისი შთაგონებული 40-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, ნახატები, ფერწერა და სკულპტურები. ამ პერიოდს დღეს „სილვეტის სერიას“ უწოდებენ. ამ ნამუშევრებში ხშირად ჩანს მისი გამორჩეული გარეგნობა. სილვეტის სახე ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და პიკასოს იმ პერიოდის ხელოვნებას განსხვავებული ხასიათი მისცა.
ამ სერიიდან ყველაზე ცნობილია „სილვეტ დევიდის პორტრეტი“ - ეს დიდი ზომის ტილოა, რომელიც დღეს ინახება Art Institute of Chicago-ში.

რა მოხდა შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ პიკასოს მუზა გახდა, სილვეტმა არ ისურვა მხოლოდ ამ როლში დარჩენა. წლების შემდეგ ის გადავიდა ინგლისში, შეიცვალა სახელი და გახდა ლიდია კორბეტი. მან თავად დაიწყო ხატვა და კერამიკის შექმნა.
მისი ნამუშევრები უფრო რბილი და ნაზი ხასიათისაა,რაც სრულიად განსხვავებულია პიკასოსგან.