პატარა სოფიას სააღდგომო უქმეები: ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის ოჯახური ბედნიერება - Marao

პატარა სოფიას სააღდგომო უქმეები: ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის ოჯახური ბედნიერება

2026-04-14 12:19:05+04:00

სოფია არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის პირველი შვილიშვილია. ის არველაძეების ოჯახში პირველი შვილიშვილია - მისი ფოტოები, რომლებსაც ხშირად გვიზიარებ მშობლები და ბებია-ბაბუა, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. 

ამჯერად პატარა სოფიას კადრებს მაკუნა ზედაშიძე აქვეყნებს - მან სააღდგომო უქმეები ოჯახთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარა. 

sofia-arveladze

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე 

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, სოფია ჰყავთ.

  • სოფია არველაძე უკვე დიდი გოგოა - რა ფოტოებს აქვეყნებს მაკუნა ზედაშიძე 

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახი

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

 „ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

  • ვის ჰგავს პატარა რეზი? თეონა თავართქილაძე პატარა რეზი არველაძის პირველ კადრებს გვიზიარებს 

teona-tavartkiladze

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.