ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკუტეგია სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა. ის ხშირად აქვეყნებს, როგორც ოჯახურ ფოტოებს, ისე კარიერულ სიახლეებს. ამჯერად ჯორჯინამ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გააზიარა. დედა-შვილი დროს არაჩვეულებრივად ატარებს.
"ნამდვილ გულს გარემოებები ვერ დააზიანებს... კეთილი გული ისედაც სინათლეა. განცდა, დაკვირვება, შეგუება, შენდობა და... ნდობა. არ ვეპოტინები სხვისას და ვქმნი იმას, რაც მინდა, რომ წლების შემდეგ მახსოვდეს", - წერს ჯორჯინა საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯინას და ილიას ქალიშვილზე თანაბარი უფლებები აქვთ. პატარა ჯორჯინა დროს როგორც დედასთან ისევე მამასთან ერთადაც ატარებს.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა
გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვდა მაშინ, როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.
ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.
სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.