"რა ვისწავლე განქორწინებისგან? დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო" - ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ - Marao

"რა ვისწავლე განქორწინებისგან? დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო" - ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

2026-04-13 11:02:01+04:00

ცოტა ხნის წინ UFC-ის ორი წონის ჩემპიონს ილია თოფურიას ესპანურ მედიასთან, El Hormiguero-სთან ჰქონდა ინტერვიუ. ილიამ ინტერვიუს ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, განქორწინებაზეც:

"რა ვისწავლე განქორწინების შედეგად? შესაძლოა, ამან ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ მთავარი, რაც ვისწავლე, დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო. რადგან დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. როდესაც დედა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის - რაც არ უნდა გეჩვენებოდეს, რომ ასე არ არის,ის მართალია. ვისწავლე დედაჩემის მოსმენა. მიყვარხარ, დედა“, - ამბობს ილია.

ilia-topuria

  • "შენთან ერთად ყველაფერი ჯადოსნურია" - ჯორჯინა უზკუტეგის ახალი ცხოვრება 

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა

გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვდა მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

  • დავა ცოლ-ქმარს შორის დასრულებულია - რა გადაწყვიტა სასამართლომ 

ilia-topuria

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.