ალისკა სააკაშვილის უსაყვარლესი ვიდეო - რას ჰყვება პატარა ალისკა - Marao

"გამოვიდა უკვე საავადმყოფოდან და სხვა ადგილებში დადის, სახლში რატომ არ მოდის?" - ელის-მარია სააკაშვილის ვიდეო

2026-04-13 12:15:02+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქალიშვილის, ელის-მარიას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს. ალისკა ვიდეოში საკუთარ სიზმარს ჰყვება.

"ალისა ჩემზე ნაწყენია. ბოლოს მრავალი თვის წინ მნახა ვივამედში და ახლა ტელევიზიით "სასამართლოზე" რომ დამინახა, გამიბრაზდა.

" -კი, მაგრამ თუ გაუშვეს ექიმებმა, გამოვიდა უკვე საავადმყოფოდან და სხვა ადგილებში დადის, სახლში რატომ არ მოდის?"

ნუ, მოდი და აუხსენი ამ 5 წლისას პუტინი, ივანიშვილი და სხვადასხვა ბოროტი მოღალატე...ქრისტე აღსდგა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • "როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევიო?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ქალიშვილზე, ელის-მარია სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძე 

მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე 

"მე ძალიან ვარ ასოცირებული მიშასთან. სოფო, რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ. ვფიქრობ ამ ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე. დღევანდელი გამოსახედიდან არ ვნანობ არაფერს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, იმიტომ, რომ თავის დროზე მქონდა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები ისე მიმეღო. თუ არ ვიფიქრე ან ვიფიქრე ცოტა და დავუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არვინ არსებობს. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე, როგორც მშვიდი ადამიანი, შეცვლით არაფერს არ შევცვლიდი. დღეს მე რომ ვარ ასეთი, მყავს ალისა და რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა მთავარი ადამიანი მყავს და რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლიდი. 

ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მიშაზეც, მაგრამ მე უფრო მეტი კარგი მახსოვს. ეს ის მომენტია, რომელსაც მხოლოდ მასთან ვისაუბრებ და მჯერა, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო მემუარები დავწერო, სადაც აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც გადამივლია. 

  • განსაკუთრებული საჩუქარი დედას: ელიას-მარიამ სოფო ნიჟარაძეს 8 მარტი დღესასწაულად აქცია 

mikheil-saakashvili

ამ ურთიერთობაზე ყოველთვის არ შემეძლო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია. მიშას ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. რომ დამთავრდება პატიმრობა, შემდეგ მის ცხოვრებაში ვფიქრობ საინტერესო ეტაპი დაიწყება. შინაგანად განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად.

არ მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ხვალ, რომ მიშა განთავისუფლდეს. ძალიან მინდა, რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის ამას არ იმსახურებს. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს პერიოდი დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მან შეძლო ძალიან ნელი ქვეყნიდან გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან ძალიან ბევრი რამ ჩადო ამ ყველაფერში. საკუთარი შვილივით გაზარდა ეს ქვეყანა, ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი მსგავსად დაფასდა. მომავალში მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გადაფასდება, იმიტომ, რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ და ვხედავ," - ამბობდა სოფო.