ახალი ვარსკვლავი იბადება: დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 14 წლის ქალიშვილის დიდი წამოწყება - Marao

ახალი ვარსკვლავი იბადება: დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 14 წლის ქალიშვილის დიდი წამოწყება

2026-04-14 16:07:02+04:00

მხოლოდ 14 წლის ასაკში, ჰარპერ ბექჰემი უკვე ემზადება სილამაზის სამყაროში საკუთარი სიტყვის სათქმელად. დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უმცროსი ქალიშვილი ჩუმად მუშაობს თავის სადებიუტო ბიუთი-ხაზზე - HIKU BY Harper. ინსაიდერების თქმით, პროექტის გაშვება გვიან ზაფხულს იგეგმება.

  • ვიქტორია ბეკჰემი შვილების გვერდით: პარიზული ტრიუმფი ოჯახური დრამის ფონზე

ბრენდი პირდაპირ არის ორიენტირებული Gen Z და Gen Alpha თაობებზე. მისი შთაგონების წყარო სამხრეთ კორეული კოსმეტიკის ტენდენციებია, რომლებიც ბოლო წლებში გლობალურ ბიუთი-ინდუსტრიაში დომინირებს.

ბიზნესი რეგისტრირებულია კომპანია H7B Limited-ის სახელით, რაც ჰარპერის სრულ სახელს (Harper Seven Beckham) უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენილა, კულისებს მიღმა მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში საიდუმლო ფოტოსესია უკვე ჩატარდა, რომელსაც ჰარპერის ცნობილი მშობლები ამ მნიშვნელოვანი მომენტის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ბექჰემების გვარი ახლავს, ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ ბრენდი განიხილება როგორც თავად ჰარპერის წამოწყება და არა ბექჰემების იმპერიის მორიგი გაგრძელება. ინდუსტრიის ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, რომ თინეიჯერი შესაძლოა სწრაფად იქცეს გავლენიან ფიგურად ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის.

harper

იდეა, რომ ჰარპერი მოდისა და სილამაზის სფეროში შეაბიჯებდა, დიდი ხანია არსებობს. ადრეული ცნობების თანახმად, მას ყოველთვის ჰქონდა ინტერესი, გაჰყოლოდა დედის კვალს.

  • განცხადება ქართულ ენაზე: ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური აღიარება - რაში ადანაშაულებს ვიქტორიასა და დევიდს უფროსი ვაჟი

ვიქტორიამ, რომელმაც პოპ-კარიერის შემდეგ გლობალური მოდის იმპერია შექმნა, ადრეც მიანიშნა, რომ მისი ქალიშვილი საკუთარ ბრენდზე ოცნებობდა. მეტიც, ჰარპერმა ერთხელ საკუთარი ამბიცია წერილობითაც გამოხატა, რაც დედამ სიამაყით გაუზიარა გამომწერებს: „შევქმნა საოცარი ბრენდი, როცა გავიზრდები“, - წერდა ის.

ვიქტორიამ ამას ემოციური პოსტით უპასუხა, რამაც აღაფრთოვანა ფანები, რომლებიც მათ ახლო ურთიერთობას ადევნებენ თვალს: „ჰარპერ სევენი დედიკოს კვალს მიჰყვება და თავის იმედებსა და ოცნებებს აჟღერებს“, - დაწერა მან Instagram Stories-ში.

წლების განმავლობაში, უფროს ძმებთან შედარებით, ჰარპერი ძირითადად მედიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. თუმცა, ამ კონფიდენციალურობამ ის ბრენდებისა და თაყვანისმცემლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადა. როგორც ერთ-ერთმა წყარომ გამოცემა The Sun-თან განმარტა, კომპანიები მასში უკვე ხედავენ ადამიანს, რომელთანაც თინეიჯერული აუდიტორია მარტივად იპოვის საერთოს.

harper

„აქამდე ჰარპერი საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობდა, მაგრამ ბრენდების მხრიდან უზარმაზარი მოთხოვნაა, რადგან მასში ხედავენ პერსონას, რომელსაც ბევრი სხვა თინეიჯერი მიბაძავს“, - აცხადებს წყარო.

„ვიქტორია და დევიდი ხედავენ მის პოტენციალს, თავად მას კი სურს, ძალები საჯარო სივრცეში მოსინჯოს. პროცესი უკვე დაწყებულია, რომ ნელ-ნელა მისთვის გარკვეული პროექტები დაიჯავშნოს“.

მიუხედავად ამისა, ოჯახი ფრთხილად მოქმედებას ამჯობინებს. კიდევ ერთი ინსაიდერი ხაზს უსვამს, რომ არავინ ჩქარობს ჰარპერის კომერციულ ბაზარზე გაყვანას, სანამ ის თავად არ იქნება ამისთვის მზად.

harper

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების იმპერია

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების იმპერია თანამედროვე ბიზნესისა და ოჯახური ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია. წყვილმა მოახერხა სპორტული და მუსიკალური კარიერა მრავალმილიონიან კორპორაციად ექცია, რომელიც აერთიანებს მოდის ინდუსტრიას, კოსმეტიკას, სპორტულ მენეჯმენტსა და საინვესტიციო პროექტებს. ვიქტორიამ საკუთარი სახელი მაღალი მოდის სამყაროში დაამკვიდრა, დევიდი კი, გარდა საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ მფლობელობისა, გლობალური ბრენდების სახე და წარმატებული ინვესტორია. მათი საქმიანობა დიდი ხანია გასცდა უბრალოდ ცნობადობას და ჩამოყალიბდა სტრუქტურირებულ ბიზნეს-ეკოსისტემად.

  • სერ დევიდი და ლედი ვიქტორია - ფეხბურთის ლეგენდას რაინდის წოდება მიენიჭა

ამ იმპერიის ცენტრში მათი ოთხი შვილი - ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ჰარპერი დგას, რომლებიც თავადაც აქტიურად იკვლევენ გზას საჯარო სივრცეში. უფროსი ვაჟები უკვე ჩართულნი არიან კულინარიის, მოდის, სპორტისა და მუსიკის სფეროებში, რაც ხაზს უსვამს ბექჰემების სტრატეგიას - ოჯახური სახელი მუდმივად რელევანტური დარჩეს სხვადასხვა თაობისთვის. მიუხედავად გლობალური პოპულარობისა, წყვილი მუდამ ხაზს უსვამს ოჯახურ ერთიანობასა და შრომისმოყვარეობას, როგორც მათი მყარი რეპუტაციისა და კომერციული წარმატების მთავარ საფუძველს.