ელის-მარია სააკაშვილი ახალი იმიჯით: სოფო ნიჟარაძე ვიდეოს აქვეყნებს - Marao

ელის-მარია სააკაშვილი ახალი იმიჯით: სოფო ნიჟარაძე ვიდეოს აქვეყნებს

2026-04-15 12:09:37+04:00

ელის-მარია მომღერალი სოფო ნიჟარაძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილია. ის იმ ცნობილ ოჯახებს მიეკუთვნება, რომლის მიმართაც საზოგადოების დიდი ინტერესია. ელის-მარია აშშ-ში დაიბადა, დღეს კი დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრობს.

სოფო პატარა ალისკას ვიდეოებს ხშირად აზიარებს და, მომღერლის თქმით, მას ძალიან მოსწონს ვიდეოს გადაღების პროცესი. ცოტა ხნის წინ ალისამ იმიჯი შეიცვალა და გულშემატკივრებს სიახლე გაუზიარა: 

aliska-saakashvili

  • "ვუთხარი, შენ ჩემი შეყვარებული ხარ-მეთქი, მაგრამ გავიზარდე და დავშორდი" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს 

მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე 

"მე ძალიან ვარ ასოცირებული მიშასთან. სოფო, რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ. ვფიქრობ ამ ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე. დღევანდელი გამოსახედიდან არ ვნანობ არაფერს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, იმიტომ, რომ თავის დროზე მქონდა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები ისე მიმეღო. თუ არ ვიფიქრე ან ვიფიქრე ცოტა და დავუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არვინ არსებობს. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე, როგორც მშვიდი ადამიანი, შეცვლით არაფერს არ შევცვლიდი. დღეს მე რომ ვარ ასეთი, მყავს ალისა და რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა მთავარი ადამიანი მყავს და რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლიდი. 

ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მიშაზეც, მაგრამ მე უფრო მეტი კარგი მახსოვს. ეს ის მომენტია, რომელსაც მხოლოდ მასთან ვისაუბრებ და მჯერა, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო მემუარები დავწერო, სადაც აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც გადამივლია. 

  • "საქართველო ძალიან მიყვარს, ერთხელ მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო" - ედუარდ სააკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე - ოჯახი, ბავშვობა, ურთიერთობები 

misha-sofo-aliska

  • "მუხლებში ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, სულ ვფიქრობდი რა იყო ეს განცდა…" - სოფო ნიჟარაძე მისი ცხოვრების ყველაზე რთულ ამბავს იხსენებს 

ამ ურთიერთობაზე ყოველთვის არ შემეძლო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია. მიშას ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. რომ დამთავრდება პატიმრობა, შემდეგ მის ცხოვრებაში ვფიქრობ საინტერესო ეტაპი დაიწყება. შინაგანად განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად.

არ მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ხვალ, რომ მიშა განთავისუფლდეს. ძალიან მინდა, რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის ამას არ იმსახურებს. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს პერიოდი დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მან შეძლო ძალიან ნელი ქვეყნიდან გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან ძალიან ბევრი რამ ჩადო ამ ყველაფერში. საკუთარი შვილივით გაზარდა ეს ქვეყანა, ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი მსგავსად დაფასდა. მომავალში მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გადაფასდება, იმიტომ, რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ და ვხედავ," - ამბობდა სოფო.