"აღარაფერი აღარ მაკვირვებს, მხოლოდ საკუთარი თავი" - თათია შარანგიას გულწრფელი პასუხები - Marao

"აღარაფერი აღარ მაკვირვებს, მხოლოდ საკუთარი თავი" - თათია შარანგიას გულწრფელი პასუხები

2026-04-16 10:05:23+04:00

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია მაყურებელმა წლების წინ გაიცნო. თათია ხშირად ხდებოდა  საზოგადოების განხილვის საგანი, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების კუთხით. ის სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერების შეკითხვებსაც გულწრფელად პასუხობს.

- რა არის შენთვის სიყვარული?

ურთიერთპატივისცემა და კომპრომისი.

tatia-sharangia

- რას ვერ აპატიებ ადამიანს?

ყველას ყველაფერი ვაპატიე, გულწრფელად ვაპატიე და დავემშვიდობე.

tatia-sharangia

- რისი გეშინია?

საყვარელი ადამიანის ოდნავი დისკომფორტისაც კი.

tatia-sharangia

- როცა გული გტკივა რას აკეთებ?

საყვარელ ადამიანებს ვნახულობ.

tatia-sharangia

- ბოლოს რამ გაგაკვირვა?

აღარაფერი აღარ მაკვირვებს, მხოლოდ საკუთარი თავი - რატომ ვითმენ მანამ, სანამ ეს მოთმინება სიძულვილამდე მიმიყვანს.

tatia-sharangia

  • "უკან აღარ ვიყურები, არც უკან მორჩენილ ადამიანებზე ფიქრის ვუთმობ დროს" - რას პასუხობს თათია შარანგია გამომწერებს 

თათია შარანგიას ოჯახი და კარიერა

თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.

თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ​ამის პარალელურად, თათია შარანგია  საავტორო გადაცემის, "სთორის" წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც. 

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

tatia-sharangia

  • "როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია..." - თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს 

თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი," ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად"."ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“

შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც. ცოტა ხნის წინ თათიამ განმარტა, რომ ჯარჯი თორაძეს დაშორდა.