ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას სააღდგომო უქმეები: ბედნიერი წყვილის ოჯახური ალბომი - Marao

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას სააღდგომო უქმეები: ბედნიერი წყვილის ოჯახური ალბომი

2026-04-16 10:56:56+04:00

ტელეწამყვან და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ცნობილი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გახდა. ქეთიმ მალევე მოიპოვა მაყურებლის სიმპათიები და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. 

ქეთი სამი შვილის დედა. ის ყოფილ მორაგბეს და რაგბის კავშირის პრეზიდენტის, დავით კაჭარავას მეუღლეა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. ქეთი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ამჯერადაც შვილებთან და მეუღლესთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო გააზიარა.

keti-khatiashvili

  • "მიყვარხარ!" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას სიყვარულის 8 წელი, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახის ისტორია

"მოგზაურობას გაუმარჯოს! ყველაზე მეტ სიხარულს მანიჭებს და მაბედნიერებს. თქვენი აზრით, ბავშვები რამდენი წლიდან უნდა ატაროთ თან, ყველამ ყველაფერი რომ შეირგოს?" - წერს ქეთი სოციალურ ქსელში. 

ქეთი ხატიაშვილის ოჯახი და კარიერა   

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს, მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა. 

ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, ის დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა. 

keti-khatiashvili

  • "ვამაყობ ჩემი ქალიშვილით" - ქეთი ხატიაშვილის უფროსი შვილი ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე - რა შედეგი დააფიქსირა მოცეკვავემ 

"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.

მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ქეთი ხატიაშვილი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. დავით კაჭარავას პირველი მეუღლე ანკა დუნდუა იყო, ქორწინებაში მათ ერთი შვილი შეეძინათ. 

ქეთი და დავითი ურთიერთობის გასაჯაროებას დიდი ხნის მანძილზე ერიდებოდნენ, იშვიათად ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეებშიც. რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა დავით კაჭარავამ სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, მათი ურთიერთობაც მეტად საჯარო გახდა. 

ახლა მათ ოჯახში 4 შვილია, ანასტასია და ნიკოლოზი - ქეთის და დავითის პირველი ქორწინებებიდან და ილია და მარია, რომლებიც მათ თანაცხოვრებისას შეეძინათ. ქეთი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.