"მეოცნებე და, ამავდროულად, მტკიცე პერსონა" - მატილდა გვარლიანი კორეული Vogue-ის გარეკანზე - მოდელის მორიგი საერთაშორისო წარმატება - Marao

"მეოცნებე და, ამავდროულად, მტკიცე პერსონა" - მატილდა გვარლიანი კორეული Vogue-ის გარეკანზე - მოდელის მორიგი საერთაშორისო წარმატება

2026-04-16 11:35:05+04:00

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, საერთაშორისო წარმატების ახალ მწვერვალებს იპყრობს - ამჯერად იგი კორეული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა.

matilda-gvarliani

  • მატილდა, ფერები და განსაკუთრებული შოუ: როგორი იყო სტელა მაკარტნის გაზაფხული/ზაფხული 2026 წლის ჩვენება

მეოცნებე და, ამავდროულად, მტკიცე პერსონა, ტოპ-მოდელი მატილდა გვარლიანი და მაისის „ვოგი“ (Vogue). სეზონი, რომელიც სავსეა სამყაროს ყველა ფერით - გაზაფხულის დღესასწაული, სადაც ფერები თავად ქმნიან ისტორიას!

რედაქტორი: შინ ენჯი (SHIN EUNJI)

ფოტოგრაფი: ფელიქს კუპერი (FELIX COOPER)

მოდელი: მატილდა გვარლიანი (MATHILDA GVARLIANI - Next Management)

თმა: ნაოკი კომია (NAOKI KOMIYA - Julian Watson Agency)

მაკიაჟი: კლერ არკჰარტი (CLAIRE URQUHART - Julian Watson Agency)

ფრჩხილები: საბრინა გეილი (SABRINA GAYLE - Arch the Agency)

დეკორაცია: სემუელ პიჯენი (SAMUEL PIDGEN - Bryant Artists)

ქასტინგი: ბერტ მარტიროსიანი (BERT MARTIROSYAN)

პროდაქშენი: MMXX ARTISTS

აღმასრულებელი პროდაქშენი: VISUAL PARK

მატილდა გვარლიანის კარიერა 

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

  • მატილდა გვარლიანი Chanel Beauty-ის კამპანიაში: "ცხოვრება თავგადასავალია" 

matilda-gvarliani

  • ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა და როგორია მისი ცხოვრება: ქართველი "ანგელოზის" უმშვენიერესი დედა, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება 

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა გუჩი, შანელი და სხვა, ასევე ყოველ წელს იღებს მონაწილეობას მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე.

დღეს მატილდა გვარლიანი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულობასა და დაუღალავ შრომას პატარა საქართველოდან მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩენა.