"სასოწარკვეთილებაა, 47 წლის ასაკში ვეცადო ვიყო 20 წლის გოგო" - ნანკა კალატოზიშვილის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"სასოწარკვეთილებაა, 47 წლის ასაკში ვეცადო, ვიყო 20 წლის გოგო" - ნანკა კალატოზიშვილის გულახდილი ინტერვიუ

2026-04-16 12:09:38+04:00

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი კოტე მათითაშვილის გადაცემის "კოტკასტის" სტუმარი იყო. ნანკამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, წლების მატებაზე, ასაკსა და თავის მოვლაზეც: 

"გააზრებული მაქვს, რომ ასაკს ვერსად ვერ გავექცევით და რასაც ვერ გავექცევი, იმაზე ნერვიულობის აზრს ვერ ვხედავ. რეალურად, ყველაზე ხანმოკლე პერიოდი არის ადამიანის ცხოვრებაში ახალგაზრდობა, როცა მართლა ძალიან ბედნიერი ხარ და მოგწონს. მერე რაღაცნაირად 10-ჯერ გეცვლება ეს გარეგნობა და ხან მოგწონს შენი თავი, ხან - არა. 30 წლიდან ბევრი განიცდის, რომ აი, დამთავრდა ცხოვრება, თუ რაღაც.

სასოწარკვეთილებაა, 47 წლის ასაკში ვეცადო, ვიყო 20 წლის გოგო. ნუ, ვერ იქნები, რაღაც სისულელეა ამ კონკურსში მონაწილეობა. ვერ ვხვდები, რატომაა ცუდი,  რომ 47 წლის ხარ ან 60 წლის ხარ და 60 წლის ასაკში კარგად გამოიყურებოდე, რატომ არის შენს ასაკში ყოფნა ცუდი, დამაკნინებელი, შემარცხვენელი," - ამბობს ნანკა.

ამასთან, მსახიობმა ახლა ძალიან აქტუალურ საკითხზე - წონაზეც ისაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გააზიარა. ნანკამ აღნიშნა, რომ 6 საათის შემდეგ აღარ იღებს საკვებს, ამას დაამატა, რომ ის უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც ხორცს აღარ მიირთმევს:

"ხორცს არ ვჭამ, ექვსი წლის მერე არ მიჭამია. მეზიზღებოდა მთელი ბავშვობა და მერე ერთი შემთხვევაც დაემატა: მყავდა მეუფე დანიელი, ნათლიაჩემი. პატარა რომ ვიყავი, მაჩუქა პატარა ვაცი, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და ძაღლის სახლში ცხოვრობდა, „სოსკით” ვაჭმევდით. ერთ მშვენიერ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, ბიძაჩემმა დამახვედრა გატყავებული, მეგობარი… სურათებიც მაქვს ამ ჩემს საყვარელ არსებასთან… ბევრი კითხვა გააჩინა ბავშვობიდანვე ამ ყველაფერმა. ამ შემთხვევის მერე ოჯახში უკვე არ მაძალებდნენ ხორცის ჭამას, როგორც აქამდე“ - იხსენებს ნანკა.

  • "მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის... საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ

nanka-kalatozi

ნანკა კალატოზიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

 nanka-kalatozishvili

  • "სიმარტოვის ეშინიათ და ფიქრობენ, რომ მამაკაცი უნდა ჰყავდეთ გვერდით..." - ნანკა კალატოზიშვილი თავისუფლებასა და მარტო ყოფნის შიშზე 

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.