"ვფიქრობდი, რომ ვერ ვივარგე, ბუნებრივად ვერ გავაჩინე ბავშვი" - ანა ტყებუჩავა დედობის, ემოციებისა და სირთულეების შესახებ - Marao

"ვფიქრობდი, რომ ვერ ვივარგე, ბუნებრივად ვერ გავაჩინე ბავშვი" - ანა ტყებუჩავა დედობის, ემოციებისა და სირთულეების შესახებ

2026-04-17 10:30:25+04:00

მსახიობი ანა ტყებუჩავა საზოგადოებამ მას შემდეგ შეიყვარა, რაც ცნობილ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. ანა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ანა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ასევე მამოტივებელ წერილებს. ამჯერად კი დედობაზე, საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებზე წერს: 

"12 წლის წინ გავხდი დედა. ახლაც მესმის ჩემი ბეჭდის ხმა, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე დარტყმის ხმებს გამოსცემდა. ვკანკალებდი, საკეისრო დამჭირდა, ვფიქრობდი, რომ ვერ ვივარგე, ბუნებრივად ვერ გავაჩინე ბავშვი. როდესაც ნენე დიდხანს ტიროდა, მაშინ ვფიქრობდი, რომ დედობა არ გამომდიოდა. მეშინოდა, როცა დიდხანს ეძინა და მაშინებდა, როდესაც არასდროს იძინებდა. ორი ამოცანა მქონდა - ვყოფილიყავი კარგი დედა და კარგი მსახიობი. 

თუ შენ ახლა ამ ეტაპს გადიხარ და ფიქრობ, შენ გარეშე მიდის სადღაც ცხოვრება, ნუ გეშინია. რამდენიმე წლის შემდეგ თითქმის ყველაფერი ისეთივე დაგხვდება, მაგრამ შენ იქნები გაცილებით ძლიერი და გაზრდილი. შენი მიზნები იქნება თამამი და წინ გადადგმული ნაბიჯები - დიდი. შეხვედრამდე", - წერს ანა ტყებუჩავა.

  • "ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის" - ანა ტყებუჩავა ახდენილი ოცნებების შესახებ

tkebuchava

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავა 1983 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.

"ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი..." - ამბობდა ანა. 

  • "თუ შვილებს ვერ არჩენ, მაშინ რაღას აჩენ?!" - ანა ტყებუჩავას პასუხი საზოგადოებრივი წნეხისა და დედობის შესახებ 

 ana-tyebuchava

ანას თქმით, მეუღლე, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და.

„ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ, მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას. არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო“, - ამბობდა ანა. 

წყვილს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.