როდესაც ქართულ შოუბიზნესსა და ვიზუალურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველია, ვისი სახელიც ყველას ახსენდება. წლების განმავლობაში მან მოახერხა არა მხოლოდ აქტუალობის შენარჩუნება, არამედ იმგვარი ესთეტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო დახვეწილი ხდება.
მისი სილამაზის ფორმულა არ ეფუძნება მხოლოდ გენეტიკას; ეს არის დისციპლინის, პროფესიონალური მიდგომისა და საკუთარი თავის მუდმივი კონტროლის შედეგი. ეს შედეგი კი ყოველთვის ზომიერი და ბუნებრივია.
როგორ უვლის მომღერალი კანს, რა როლს ასრულებს მის რუტინაში ფარმაცევტული აქტიური ინგრედიენტები და როგორ ინარჩუნებს ის ფორმას დატვირთული გრაფიკის პარალელურად? ამის შესახებ ლელა წურწუმია მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს:
- საოცრად გამოიყურებით, ყოველთვის ასეთი ენერგია და სილამაზე გაქვთ და არის თქვენი საიდუმლო?
- ზოგადად, შინაგან განწყობა ძალიან აისახება ადამიანის გარეგნობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო შინაგან განწყობა არ კმარა, თუ არ მოვუარეთ თავს.
- არის რამე, რასაც ახალგაზრდობაში სხვანაირად გააკეთებდით თავის მოვლაში?
- უფრო მეტად მოვუვლიდი ალბათ სახის კანს, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის დროს ამდენი საშუალება და ამდენი ფუფუნება ნამდვილად არ ყოფილა.
- ახლა გაქვთ თუ არა ერთი ჩვევა, რომლის გარეშეც თქვენი დღე არ იწყება?
- ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი ძალიან კარგ ფრანგულ ბრენდს, რომელსაც მე ვიყენებ დილით და საღამოს, კონკრეტულად, ვიყენებ C ვიტამინს, მკვებავ კრემს, ნიღაბს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიკეთებ მაკიაჟს.

ლელა წურწუმია მხოლოდ მომღერალი არაა - ის ქართული პოპ-კულტურის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია. 10-ზე მეტი ალბომი, მრავალათასიანი სოლო კონცერტები და რეიტინგების სათავეში ყოფნის გამოცდილება მას ინდუსტრიის უცვლელ ლიდერად აქცევს.
თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ასპირანტურა ვოკალის განხრით. სწორედ სამსახიობო განათლებამ განსაზღვრა მისი ინდივიდუალური იმიჯი და შესრულების მანერა. 90-იანების ბოლოს რესტორან „ევროპაში“ მუშაობისას ლელამ კახა მამულაშვილი (მამულიჩა) გაიცნო. ეს შეხვედრა ქართული შოუბიზნესის ყველაზე წარმატებული ტანდემის დასაწყისად იქცა - მამულიჩამ მასში „ვარსკვლავური პოტენციალი“ დაინახა და მისი პროდიუსერი გახდა. ლელა წურწუმია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართულ სცენაზე დასავლური სტანდარტის კოსტიუმირებული შოუები და ენერგიული პოპ-რიტმები (სამბა, ლათინო, ჯაზი) შემოიტანა.
მუსიკის პარალელურად, ლელამ წარმატებით აითვისა სატელევიზიო სივრცე. იყო მეგა-პროექტების („ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ახალი ხმა“, „X ფაქტორი“) მწვრთნელი და ჟიურის წევრი.
2020 წლიდან ის „მთავარ არხზე“ საკუთარი საავტორო გადაცემის - „მხოლოდ ლელასთან“ წამყვანი იყო, სადაც ინტერვიუერის ამპლუაშიც დაამტკიცა, რომ დროსთან ერთად ტრანსფორმაცია მისი მთავარი უნარია. მისი 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში 2019 წელს კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ლელა წურწუმია ქართული სცენის მთავარ „მეინსტრიმად“ რჩება.