"ამ დროს რაღაც ძალა გეძლევა და ის რაღაც, რაც გებრძვის, გნებდება" - ლელა წურწუმიას ინტერვიუ - Marao

"ამ დროს რაღაც ძალა გეძლევა და ის რაღაც, რაც გებრძვის, გნებდება" - ლელა წურწუმიას ინტერვიუ

2026-04-20 13:50:49+04:00

მომღერალი ლელა წურწუმია ეკა ხოფერიას გადაცემის "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" სტუმარი იყო. ლელამ გადაცემაში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმ სირთულეებზე, რაც მის პროფესიას ახლავს თან. 

მსმენელი უკვე არაერთი წელია, ლელა წურწუმიას იცნობს როგორ პროფესიონალ მომღერალს, რომელიც სცენაზე განსაკუთრებული შარმითა და ენერგიით გამოირჩევა, უკვე რამდენიმე ათწლეულია, მისი ცოცხალი შესრულება და კონცერტები ანშლაგით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როცა მომღერალს სცენაზე დგომა საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც ჯდება. სწორედ ასეთი ეპიზოდი გაიხსენა მან ეკა ხოფერიასთან საუბრისას: 

ლელა წურწუმიას ინტერვიუ

- არტისტისთვის სავსე დარბაზზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ცუდად ვყოფილვარ, წნევის აპარატი მომიხსნია და ისე გავსულვარ სცენაზე. გასულ წელს ბათუმში მქონდა კონცერტი და დამემართა უმძიმესი ენტეროვირუსი. ფეხზე ვერ ვდგებოდი, ექიმიც გვყავდა, რომელმაც გადასხმებიც გამიკეთა, დღემდე არ ვიცი, როგორ მოვახერხე რეპეტიციაზე მისვლა. ფეხზე ვერ ვდგებოდი და სკამი დავიდგი, ამ დროს მამულიჩამ მითხრა, რომ კონცერტი გაგვეუქმებინა, მაგრამ მე უარზე ვიყავი და ვუთხარი, რომ მაღალი სკამი დაედგათ სცენაზე, რომ თუ ცუდად ვიგრძნობდი თავს, ამ სკამს დავყრდნობილიყავი, ისე, რომ ეს იყოს კონცერტის ნაწილი და მაყურებელი ამას ვერ უნდა მიმხვდარიყო.

სახლში მოვედი, კიბეზე უკვე დავკარგე გონება, მამულიჩამ შემომიყვანა და გადასხმებიც გამიკეთეს კონცერტის დღეს. ამ ღამეს კონცერტი ღამის 2 საათზე მქონდა. გადასხმის შემდეგ ჩემს თავს სარკეში ჩავხედე და ვუთხარი, რომ სცენაზე აუცილებლად უნდა გავსულიყავი, რადგან იქ მაყურებელი სწორედ ჩემს სანახავად მოდიოდა. წავედი კონცერტზე, ეს სკამიც იდგა ჩემს იმედად, მესამე სიმღერის შემდეგ კი გავატანინე, რადგან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.

ამ დროს რაღაც ძალა გეძლევა და ის რაღაც, რაც გებრძვის, გნებდება, რადგან დიდია გამოწვევა და მიზანი, რომ მაყურებელი არ დააღალატო. ჩვენ პროფესიას ეწირება პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, მე ჩემს თავს საშუალება არ მივეცი, რომ ეს კონცერტი  ჩამეშალა", - ამბობს ლელა წურწუმია.

  • "დღეს ჩემი სიყვარული მარიკო დაიბადა" - მარიკო მამულაშვილი იუბილარია

lela

ლელა წურწუმიასა და კახი მამულაშვილის

ოჯახი  მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე ისაუბრა:

„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია, რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..

რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს, ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

  • როგორ დაამარცხა სიმსივნე ლელა წურწუმიას ორმა დამ: "მამულიჩასნაირი დის ქმარი წარმოუდგენელია – ისე მეხმარება, რომ ლელამაც არ იცის" 

lela-tsurtsumia

  • "იყო დრო და მომენტი" - ლელა წურწუმიას და მამულიჩას უცნობი ფოტოები არქივიდან 

ბევრს ვკამათობთ, იმიტომ, რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. ნიჭიერი ადამიანია. მღერის. დედამისიც გადასარევად მღერის. შვიდსიმიან გიტარაზეც დადიოდა და უკრავდა. ყველა უცხოური სიმღერის ტექსტი იცის. ინგლისურენოვან სიმღერებს ვგულისხმობ, კარგად საუბრობს ინგლისურად, მე – მეგრულად.

სიმღერის ვერსიებზე ბევრს ვკამათობთ, რაღაცებში მომყვება, მაგრამ როდესაც თავისას აღწევს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და თქვა, რომ ეს მამულიკომ გააკეთა, ნახე, მამულიჩამ როგორ მოიფიქრა. ეს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ, რომ ბავშვივით უხარია.

ერთხელ საშინელ დღეში ჩავაგდე კონცერტზე, ხმის ოპერატორმა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. ცალი ყური მოვიხსენი, მერე საერთოდ არაფერი მესმოდა. ვუთხარი, გამისწორე-მეთქი და საერთოდ მომგლიჯა. ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია... დრაკონი ვიყავი. მამულიჩა გავიდა და დიდხანს არ შემოდიოდა ოთახში, შეიძლება მომკლასო“, – იხსენებს მომღერალი.