"ჩვენ კიდევ ერთი ომი მოვიგეთ!" - ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის შესახებ - Marao

"ჩვენ კიდევ ერთი ომი მოვიგეთ!" - ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის შესახებ

2026-04-17 13:49:41+04:00

"ჩვენმა სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა! ჩვენ კიდევ ერთი ომი მოვიგეთ! შენ ჩემი პირადი მზე ხარ და სულ ასე უნდა იცინო", - წერს სოციალურ ქსელში შემომღრიალა ნინი ქარსელაძე და დედის, ხათუნა ჟორდანიას ფოტოს აქვეყნებს. 

  • "ბევრმა არ იცის, რომ, როცა ხათუნა ძალიან დამძიმდა, სიარული აღარ შეეძლო... ერთ დღეს, საავადმყოფოში წასვლისას..." - რა ამბავს იხსენებს ზურა ხაჩიძე ცხოვრების ურთულესი ეპიზოდიდან

jordania

  • "გამოსულმა ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ომი უკვე მოგებული გვქონდა" - რას იხსენებს ნინი ქარსელაძე პატრიარქზე

ხათუნა ჟორდანიას განვლილი გზა

ხათუნა ჟორდანია უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა. საქართველოში კარგად იცნობენ მის ოჯახსაც - ქალიშვილს, ნინი ქარსელაძეს, მეუღლეს, ზურა ხაჩიძეს, მის ძმასა და ძმისშვილებს... ხათუნა ჟორდანიას ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელსაც კამერები არ უყვარს, მისი უმცროსი ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეა. 

ხათუნა ჟორდანიამ რამდენიმე წლის წინ მძიმე დაავადება – სიმსივნე დაამარცხა და იმედი გახდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც ამ რთული ეტაპის გავლა უწევთ. ამ ბრძოლაში ხათუნასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ და ყოველთვის გვერდით ედგნენ. ნინი ქარსელაძე ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციასა და ფოტოებს დედის ჯანმრთელობის შესახებ.