მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ნინა პერტენავას და ნუცა სურგულაძეს გადაცემის "Easy Plate • მარტივი თეფში" სტუმარი იყო. ნატალიამ გადაცემის ფარგლებში ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ნატალია ქუთათელაძეს ინტერვიუ
- მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა
- ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც სახის მენტალური პრობლემა ან ხარვეზი არ აქვს, რაიმე სახის დახმარება არ სჭირდება. განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ჩემს თაობას. რთული და საშიშია, რასაც ჩვენ პანიკურ შეტევას ვეძახით. მეც თითქმის ორი კვირაა, რაც ამ სიახლეს, ახალ ტალღას დავეჯახე. დავიწყე თერაპია, საკუთარ თავზე მუშაობა. ამ პრობლემის მოგვარებაში კვებაც დიდ ადგილს იკავებს.
ზოგადად, ადრე ბევრ რამეზე არ გვქონდა ინფორმაცია, ცოდნა, იგივე ბავშვთან დამოკიდებულებაში, ჭამასთან დამოკიდებულებაში. ამის გამოა, რომ თითქოს შენს თავს სჯი ხანდახან და თითქოს არ იმსახურებ კარგად ყოფნას.
ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იმხელა შვებას, თავისუფლებას და თავდაჯერებას გაძლევს... ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ნანისგან ვისწავლე, რომ ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, იმიტომ, რომ მისი მაგალითით მართლა ასეა. თვითონ ასე ცხოვრობს. ერთია, რომ რაღაც დაგარიგოს, ბებიამ გიჩიჩინოს, ის ჩიჩინიც რაღაც შედეგს გამოიღებს ბოლოს, მაგრამ, როცა თან უყურებ ადამიანს, როგორ ცხოვრობს და როცა ის მართლა ამბობს სხვანაირად სწავლობ ყველაფერს.
კიდევ მეორე ფრაზა, რომელიც ასევე მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე გადმოგვეცა: „არაფერი ტყუილად არ ხდება და ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო“.
ნანის სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის გულმხურვალედ ლოცულობს, მგონია ამ ლოცვას გარდა იმისა, რომ რწმენის ძალა აქვს, ასევე მედიტაციის ეფექტიც აქვს და ეხმარება. მეც სცენაზე გასვლის წინ ასე ვიქცევი."
- სანდრო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. ის არის თავისებური, ტემპერამენტიანი და თავისი პრინციპები აქვს, რაშიც ჩემი დანაშაულიც არის. მის არას და კის ყველა ვითვალისწინებთ. ყველა ვცდილობთ, რომ მივუდგეთ, როგორც ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ პიროვნებას. გამოცდილებით ვისწავლე მისი ემოციების იდენტიფიკაცია და პატივი ვცეთ მის ნებისმიერ ემოციას. რობოტივით ეს ყველაფერი არ გამოგვდის, ზოგჯერ მეც ნერვები მიმტყუნებს, მაგრამ აქედან გამომდინარე მგონია, რომ ბევრი რაღაცის ცოდნამ ისიც შემმატა, რომ სანდროს ჯერ-ჯერობით კვებითი აშლილობა არ აქვს. ძალიან გურმანია, ძალიან უყვარს ხორცი, მის ყოველდღიურ რაციონში ხორცი აუცილებლად უნდა იყოს.