ნინო ხოშტარიას არგენტინული თავგადასავალი მეუღლესთან ერთად: ბედნიერი ოჯახის სიყვარულის ამბავი - Marao

ნინო ხოშტარიას არგენტინული თავგადასავალი მეუღლესთან ერთად: ბედნიერი ოჯახის სიყვარულის ამბავი

2026-04-20 14:08:35+04:00

ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ, პოპულარული გადაცემიდან „ყველაზე ჭკვიანი“ გაიცნო და შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ მან ტელეეკრანები დიდი ხნის წინ დატოვა და მას შემდეგ საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება, მის მიმართ ინტერესი მაინც არ ნელდება.

ნინო 25 წელზე მეტია დაოჯახებულია, მისი მეუღლე ბაჩა მალაზონიაა. წყვილი რამდენიმე წლის წინ ბებია-ბაბუა გახდა. პატარა პაოლო კი მათი ცხოვრების მთავარ გმირად იქცა.

ნინო ოჯახურ კადრებს იშვიათად გვიზიარებს, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია - ის მეუღლესთან ერთად არგენტინაში, ბუენოს აირესში მოგზაურობს. საქართველოსგან ძალიან განსხვავებული კულტურის ქვეყანაში წყვილის თავგადასავალი მართლაც თავბრუდამხვევია. "სიყვარული მდინარე ტირგზე", - წერს ნინო და ელ ტიგრეში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.

nino-khoshtaria

  • "ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, სწორედ ესაა" - ნინო ხოშტარიასა და მისი მეუღლის იშვიათი ინტერვიუ და ოჯახური ტრადიცია

ელ ტიგრე (El Tigre) არის პოპულარული ტურისტული ადგილი და პარანას დელტის (Paraná Delta) კარიბჭე არგენტინაში, ბუენოს-აირესიდან ჩრდილოეთით 28-30 კმ-ში. ეს არის უნიკალური წყლის ქალაქი, სადაც ნავი გადაადგილების მთავარი საშუალებაა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მდინარის ლაბირინთები, პატარა კუნძულები, ხილის ბაზარი და გაეცნონ ადგილობრივ, ნელ ტემპზე დაფუძნებულ ცხოვრებას. 

ნინო ხოშტარიას კარიერა, ოჯახი და განვლილი გზა

ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა.

ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემის, მათ შორის, "ჯეობარის", "ეკივოკისა" და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.

2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა "სხვა შუადღე" მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. "რუსთავი 2"-ში ნინო 25 წლის მანძილზე მუშაობდა: 

"25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ", - წერდა მაშინ ტელეწამყვანი. 

მას შემდეგ ნინო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. 

nino-khoshtaria

  • "ძალიან წარმატებული, საინტერესო ცხოვრებით" - ვინ არის ნინო ხოშტარიას მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება კამერებს მიღმა 

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ხოშტარია წლების მანძილზე საჯარო ფიგურა იყო, საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა თითქმის არასდროს საუბრობდა. მისი მეუღლე ბაჩა მალაზონიაა. ბაჩა მალაზონია არის არტ-დირექტორი, მეწარმე და  მას 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს პროექტების დიზაინში,საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე მომთხოვნი ციფრული მედიის შექმნასა და განვითარებაში სპორტის მიმართულებით. 

დაამთავრა ტალინის სამხატვრო უნივერსიტეტი ფოტო-გრაფიკის სპეციალობით 1990 წელს. 1992-1994 წლებში ბაჩა მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ პროექტში. 20 წლის შემდეგ ის გახდა ქართული ლარის რედიზაინის პროექტის ხელმძღვანელი, რამაც მას ევროპაში საუკეთესო ბანკნოტების სერიის ჯილდო მოუტანა.

4 წლის წინ ნინო ხოშტარია პირველი შვილიშვილის ბებია გახდა. მას შემდეგ პატარა პაოლოს ფოტოებს მის გვერდზე ხშირად იხილავთ. ბებია-ბაბუა პაოლოსთან დროს ხშირად ატარებს და ნინო კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.