"ვერ ვეძახი სახელს, 16 წელი გახდება, რაც რძალია ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი" - გვანცა დარასელიას ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები - Marao

"ვერ ვეძახი სახელს, 16 წელი გახდება, რაც რძალია ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი" - გვანცა დარასელიას ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები

2026-04-20 15:01:37+04:00

გვანცა დარასელიამ საკუთარი იუთუბ გადაცემის, "გვანცას პოდკასტის" მეშვეობით, საკუთარი ოჯახი მაყურებელს უფრო ახლოს გააცნო. ცოტა ხნის წინ ის მშობლიურ, ბავშვობის სახლს სტუმრობდა და იქ გატარებულ დღეებს იხსენებდა, აღდგომის დღესასწაულზე კი მეუღლის მშობლებს ესტუმრა. 

ამ ეპიზოდში გვანცა დარასელიასთან ერთად მისი მეუღლის, ვახო მჭედლიძის დედაც ვიხილეთ. გვანცამ საქართველოში სტერეოტიპულ თემაზე, რძალ-დედამთილობაზე ისაუბრა და აღდგომის დღესასწაულის ოჯახური ტრადიციებიც გაგვიზიარა:

„ვერ ვეძახი სახელს. სულ მეუბნება, სახელი დამიძახე - მაია, მაგრამ ვერ მივეჩვიე. ბავშვების გავლენით, ბებიათი მივმართავ ხოლმე. ვერც დედას ვეძახი, მე არ მომწონს დედამთილს რომ დედას ეძახიან. 16 წელი გახდება, რაც მისი რძალია ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი სახელით მიმართვას“, – ამბობს გვანცა.

"მე მსიამოვნებს სახელით რომ მომმართავ. დედა ერთია და შეუცვლელია", - ამბობს გვანცას დედამთილი. 

gvantsa-daraselia

  • "ძალიან მენატრება, მაგრამ დაბრუნება არ მინდა" - გვანცა დარასელია ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ 

გვანცა დარასელიას ოჯახი და კარიერა 

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

gvantsa-daraselia

  • გვანცა დარასელიას მოგზაურობა ბავშვობაში: "მახსოვს თბილისში როცა გადმოვედით, ერთი ოთახი გვქონდა, სადაც იდგა ორსართულიანი საწოლი" 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. გვანცამ ცოტახნის წინ იუთუბ არხიც შექმნა, რომელსაც "Gvantsa's Podcast" ჰქვია.

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.