"როცა კესანე გაჩნდა და დავინახე, იქ წავიშალე. მას შემდეგ ემოციებისგან 8 კილო დავიკელი. უყურებ შენს სისხლსა და ხორცს, ხვდები, რომ იმ წამებში სხვა ადამიანი გახდი. ხვდები, რომ მამა ხარ და შენი ცხოვრება მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის. სამი თვით ვიყავი წასული და როდესაც ჩამოვედი, დამინახა, მიყურა და ხელები გამოიშვირა ჩემკენ. ჩამეხუტა, მხარზე თავი დამადო და ბევრი იტირა. სახეზე მეფერებოდა პატარა ხელებით. არ მინდა ეგოისტი მშობელი ვიყო, რადგან ეს ბავშვისთვის ძალიან ცუდია. მინდა,, რომ ჩემი შვილი თავისუფალი გაიზარდოს. არ ვაპირებ საზღვრები დავუწესო“, - ამის შესახებ მომრერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „შუადღე live“-ის ეთერში ისაუბრა.

ნოდიკო ტატიშვილი 1986 წლის 5 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ფართო საზოგადოებამ 2009 წელს პროექტიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა. 2013 წელს მან და სოფო გელოვანმა წარადგინეს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მალმეში, შვედეთში. 2015 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა, ნოდიკო და სოფო გელოვანი ხუთკაციანი ქართული ჟიურის წევრები იყვნენ.
დღეს ნოდიკო ტატიშვილი ორ ქვეყანაში - საქართველოსა და აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. აშშ-ში აქვს კერძო პროექტები, საქართველოში და საკუთარ საბავშვო მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს.
გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა, როცა ის პირველი შვილის, კესანე ტატიშვილის მამა გახდა. ნოდიკო პირად ცხოვრებასა და განსაკუთრებით სიყვარულზე არასდროს საუბრობდა:
"საზოგადოებაში არსებებოს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.
სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული", - ამბობდა ის წლების წინ ჟურნალ "სარესთან" ინტერვიუში.
სიახლე, რომ ნოდიკოს ქალიშვილი, კესანე შეეძინა, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მომღერალს მანამდე არც მეუღლესა და არც შვილის მოლოდინზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებიტ აღნშნა, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა, მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაუმხილა და მათაც ეს სიახლე ერთგულად შეინახეს.

"დაახლოებით ორი წლის წინ გავიცანით მე და თათიამ ერთმანეთი, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ღონისძიებაზე. მაშინ ჩვეულებრივი კომუნიკაცია შედგა, ამის შემდეგ კიდევ ერთ საღამოზე შევხვდით, მერე სოციალურ ქსელებში მიწერა დავიწყეთ და ასე მოვედით დღემდე.
თათია არის ძალიან კარგი ადამიანი, სწორი ღირებულებებით. ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები აღარ ვართ. პატარა ასაკში უფრო სხვანაირად იღებ გადაწყვეტილებებს. ჩვენს შემთხვევაში იყო ემოციაც და გააზრებული ნაბიჯიც, რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ამის შემდეგ კი ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა პატარა კესანე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
მე და თათიას გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის სცოდნოდა. იცოდა ოჯახმა და ვიწრო წრემ. ჩვენმა უახლოესმა ადამიანებმა დაგვიმტკიცეს ძალიან დიდი ერთგულება და მართლა არავის არსად არაფერი უთქვამს. ორსულობის პროცესი არ არის მარტივი, ყველაფერს მოფრთხილება უნდა, თან თათია ემოციურია, ემოციებს მოფრთხილება უნდა, მოვილაპარაკეთ, რომ არსად არ გვეთქვა და გამოგვივიდა".
ნოდიკო ტატიშვილის მეუღლე ექიმი თათია ექრვანიძეა. ცნობილ მომღერალთან ქორიწნების შემდეგ ყურადღების ცენტრში თათიაც მოექცა, თუმცა ის კამერებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს. სამაგიეროდ, პოპულარული შოუების ხშირი სტუმარია ნოდიკო, რომელიც მამობის გამოცდილებაზე, ამ დიდი სიხარულსა და პატარა კესანეზე გულსწრფელად საუბრობს.
ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს. ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა. ღამის თენებებიც იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვერ ვიფიქრებდი ოდესმე, რომ დღე-ღამეში 7-8 საათი ვერ დავიძინებდი, 2-3 საათი ძილი თავისუფლად მეყოფოდა.
კესანე მეც მგავს, თათიასაც, მის ძმასაც, ჩემს დასაც, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, მგონი მე მგავს. თათიამაც აღიარა... თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზია ჩემი კესანე.
ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა, ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება, შენს შვილს რომ უყურებ... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია გაგვაბედნიერა ისე, ჩვენი თავები გადმოვდეთ მეორე ადგილას და ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც კესანეა და ყველა მშობლისთვის ასე იქნება", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ინტერვიუში".