"ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა" - თაკო გაჩეჩილაძის ოჯახი და განვლილი გზა - Marao

"ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა" - თაკო გაჩეჩილაძის ოჯახი და განვლილი გზა

2026-04-21 11:13:16+04:00

თაკო გაჩეჩილაძე მსმენელმა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა პატარა გოგონა განსაკუთრებული ხმით „ბასტი ბუბუში“ მღეროდა. მოგვიანებით თაკო მეგობრებთან, ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინე იმედაძესა და ქეთა თოფურიასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა კონცერტებსა და თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე. 

რამდენიმე წლის წინ თაკო გაჩეჩილაძე ქართული სცენიდან გაქრა - მან ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, სადაც დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. მისი მეუღლე პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გახდა - ისინი შვილებთან ერთად ვენაში ცხოვრობდნენ, თუმცა თაკოსთვის ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, კარიერისგან დისტანცირება რთული აღმოჩნდა და ცოტა ხნის წინ შვილებთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა. 

  • 24 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, 1 შვილი და ტრაგიკული სიყვარული - ქრისტინე იმედაძის განვლილი გზა

თაკო გაჩეჩილაძე დღეს ეკრანებზე ხშირად აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ. მომღერალს ამ თემაზე თავად არ უსაუბრია, თუმცა მისმა მეგობარმა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „სარკასტიკაში“ სტუმრობისას მოკლე კომენტარი გააკეთა: 

"ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა. თაკო აქ არის შვილებთან ერთად, მისი მეუღლე - ვენაში", - აღნიშნა ნინიმ. 

gachechiladze-tako

თაკო გაჩეჩილაძის განვლილი გზა - ოჯახი და კარიერა 

თაკო გაჩეჩილაძე 1983 წლის 17 მარტს დაიბადა. გუნდში სიმღერა 7 წლის ასაკიდან დაიწყო. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.

მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა.

"ზოგადად, ტრადიციების მიმდევარი და პატრიოტი ადამიანი ვარ. ყოველთვის საზღვარგარეთ ცხოვრება მინდოდა - და ეს ოცნებაც ამიხდა. ცოლად გავყევი უცხოელს და ვენაში აღმოვჩნდი. ვენა ულამაზესი ქალაქია, თავისი კულტურით, მუზეუმებით...

  • "ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერს და გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა" - ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის ლამაზი ოჯახი და სიყვარულის ამბავი

მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მენატრებოდა საკუთარი ოჯახი, დედა, მამა, და, მეგობრები, ძალიან მენატრებოდა თბილისი. პირველ რიგში, თბილისის ანძა. რადგან ანძა არის ჩემი სახლის სიმბოლო. როცა საშუალება მაქვს, სულ მოვდივარ თბილისში. თბილისის ანძას დავინახავ თუ არა, სასწაული გრძნობა მეუფლება - მგონია, რომ დაცული ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება არ მინდა" - ამბობს თაკო გაჩეჩილაძე. 

gachechiladze

ევროვიზიის კონკურსის დროს მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. 

  • „ვთქვი, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი და ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში…“ - რატომ დაბრუნდა თაკო გაჩეჩილაძე სამშობლოში და როგორია მისი ცხოვრება ორ შვილთან ერთად

„მას შემდეგ, რაც გავხდი დედა, ყველაფერი შეიცვალა. პიროვნულად შევიცვალე. ადრე ვიყავი ბევრად უფრო მკაცრი, ვიღაცისთვის ცივი, უფრო პირდაპირი. ბევრი მინუსი მქონდა, უფრო ეგოისტიც, თავისთავად. ახლა უფრო შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო დამთმობი, ბევრ რამეს, რასაც წყობიდან გამოვყავდი, ახლა მესმის, უფრო მეტად შევდივარ ხალხის მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ შინაგანად უფრო დავთბი…“ - ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.