მუსიკოსი ნინო ქათამაძე საშა კაცმანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც პროფესიაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და შვილზე ისაუბრა. ნინო აღნიშნავს, რომ მუსიკა და პროფესია მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა, შვილისთვის კი საკმარის დროს არ უტოვებდა.
„მუსიკა ითხოვს ყველას და ყველაფერს. მე ჩემს შვილთან ერთად ვიმგზავრე პირველად, როცა ის იყო 7 წლის. არ ვიცნობდი. დღემდე ვგრძნობ პატარა ლუფტებსა და სიცარიელეს. ერთი წლის რომ გახდა, სცენაზე ვიდექი და ვტიროდი, რადგან ვერ ვნახე, პირველად როგორ გაიარა, პირველად როდის იტირა, როცა ეწყინა. ძიძა ზრდიდა, აღმზრდელი და მამა იყო მასთან.
საყვარელმა ემიგრანტებმა იციან ეს გრძნობა. იმდენი ხანი მენატრებოდა ჩემი შვილი. ისე გიყვარს და გენატრება, რომ გული ქვასავით გიხდება. არანაირი გრძნობა ცოცხალი აღარ მქონდა. სიცარიელე, სიცივე, არაფერი არ გივსებს ამ მონატრებას. არ არსებობს ამის ჩანაცვლება".

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს, აჭარაში, ქობულეთში დაიბადა. ბავშვობა ზღვასა და მთებს შორის გაატარა, სადაც ბუნების ეს ორი სტიქია ერთმანეთს ერწყმოდა. სწორედ ამ გარემოდან იღებს სათავეს მისი მუსიკის ის უცნაური, დაუოკებელი ენერგია. ხალხური მელოდიები, ზღვის ხმა და ტყის ხმაური მისი პირველი ნოტები იყო.
ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს, აჭარაში, ქობულეთში დაიბადა. ბავშვობა ზღვასა და მთებს შორის გაატარა, სადაც ბუნების ეს ორი სტიქია ერთმანეთს ერწყმოდა. სწორედ ამ გარემოდან იღებს სათავეს მისი მუსიკის ის უცნაური, დაუოკებელი ენერგია. ხალხური მელოდიები, ზღვის ხმა და ტყის ხმაური მისი პირველი ნოტები იყო.
ნინო ქათამაძის მეუღლე ექიმი დავით ლოლაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სამედიცინო გადაცემა "ექიმებიდან" გაიცნო. დათოს და ნინოს ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე ჰყავთ, რომელიც უკვე 17 წლისაა.
„ჩემი შვილი არის ადამიანი, რომელიც არის ჩემი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ღირს ისეთი ნაბიჯები გადავდგა, რომელიც ან მალე დამთავრდება ან უნდა იყოს რაღაც ისეთი... ჩვენი ცხოვრების გზა არის ისეთი, რომ სადაც გაივლი, განათებული გზა დატოვო იმიტომ, რომ მერე რომ გაივლის შენი შვილი, სიბნელე არ დახვდეს. ამიტომ, ის ჩემი მასწავლებელია ამ მხრივ და ყოველთვის ვცდილობ სინათლესთან ახლოს მივიდე".
ნინო ქათამაძემ 2021 წელს ინტერვიუ მისცა უკრაინულ არხს „1+1“, სადაც თავისი პირადი ცხოვრებისა და მეუღლის, ცნობილი ექიმის, დათო ლოლაძის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუ კახეთშია ჩაწერილი, რასაც მომღერლისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:
“ჩემი უსაყვარლესი ქმარი კახელია, ჩემი შვილიც. აქ მომინდა ყოფნა. მხოლოდ ერთი მამაკაცი მყავდა და ისიც კახელია. მიყვარს და ყველაზე საუკეთესოა…
გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, მეგობრობა მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიღება მნიშვნელოვანია ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, ხან მე ვარ სუსტი, ხან ის. ჩვენ ვიცვლებით. თუ ერთად ყოფნა არ მოგვინდება, ეს არ არის პრობლემა. რადგან ჩვენ ერთად ვართ, ესეც მშვენიერია”.
"როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა"."ჩემს მეუღლესთან არ მრჩება ურთიერთობის დრო. მასაც თავისი პროფესია აქვს ისეთი, რომელიც ასევე დიდ დროს, ზრუნვას, ფიქრს, ემოციასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს. დათუნაც ძალიან, ძალიან დატვირთულია და ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ. სიყვარული ხომ ერთმანეთისგან გათავისუფლებაა და ამიტომ ეს საჩუქარია - როცა ერთმანეთს მოიპოვებ და მერე ერთმანეთს მისცემ ფრენის საშუალებას”.ახლა დავით ლოლაძე აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ემიგრაციის შესახებ, რომელსაც ის იძულებითს უწოდებს, ვრცელი ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტს ალექსი მეგრელიშვილს, ნიუ-იორკში მისცა...წაიკითხეთ სრულად