ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, ფიქრია (ტოტოშკა) მუსერიძე 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მახტვარს მეგობრები და გულშემატკივრები ემშვიდობებიან:
„ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის როგორც ხორციელი, ისე სულიერი სილამაზის საზომია ტოტოშკა. ყველაზე ლამაზი, კეთილი, მზრუნველი და მებრძოლი. ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ასაკში მითხრა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა. სწორედ ამ ცხოვრებას გამოუცხადა, რომ არასდროს დანებდებოდა და არ მიიღებდა იმ რეალობას, რისი შეცვლაც შეეძლო”.
„ალბათ, ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენმა ტოტოშკამ დაგვიტოვა.
მსგავსი - სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი - მე არ მინახავს.
ბრწყინვალე შვიდეულის კვირას უფალს მიეახლა და ჩვენს მფარველ ანგელოზად გარდაისახა”, - წერენ მისი მეგობრები.

ფიქრია მუსერიძის განვლილი გზა
ახალგაზრდა ხელოვანი მთავარი ფიქრია მუსერიძე 1978 წლის 27 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ ედიშერ მუსერიძე, ეკონომისტი და ხათუნა კერესელიძე, ფილოლოგი და კინომცოდნე.
ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა, რაც მისი ოჯახის წევრების გავლენა იყო. სწავლა ჰუმანიტარული ხელოვნებისა და დეკორატიული დიზაინის ფაკულტეტზე გააგრძელა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი მიმართულება შეიცვალა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკის მიმართულებით დაინტერესდა.

ფიქრის მუსერიძე საზოგადოებამ განსაკუთრებული სტილითა და ხედვით გაიცნო - ის მუშაობდა როგორც ქსოვილზე, ისე ამზადებდა სამკაულებსა და სხვა აქსესუარებს. გატაცებული იყო დეკორატიული მხატვრობით და მისი გამოფენები სხვადასხვა დროს არაერთ გალერეაში, მათ შორის, „გალერეა 27“-ში, „გალერეა ტიფლისში“ და „ქარვასლაში“ მოეწყო.
„ჩემს ნამუშევრებში განსაკუთრებული, ჩემი ინდივიდუალური ხელწერაა. ბატიკა რთულია, რადგან შეცდომის უფლება არ გაქვს - თუ შეგეშალა, ვეღარ წაშლი”, - ამბობდა მხატვარი „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ფიქრის მუსერიძის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით კერძო კოლექციებშიც ინახება.
ფიქრია მუსერიძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
