"ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი - ხელს რომ გთხოვენ, კარგი მოგონებები რომ გაქვს..." - თამო ვაშალომიძე განქორწინების შესახებ - Marao

"ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი - ხელს რომ გთხოვენ, კარგი მოგონებები რომ გაქვს..." - თამო ვაშალომიძე განქორწინების შესახებ

2026-04-22 16:33:27+04:00

"დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემს დაბადების დღეზე, 12 ივლისს, უნდა ვიყო იბიცაზე, იგივე სასტუმროში, სადაც აქამდე ვრჩებოდი ხოლმე. ყველაფერი იმავენაირად უნდა გავაკეთო, რასაც ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ვაკეთებდი. ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი - ხელს რომ გთხოვენ, კარგი მოგონებები რომ გაქვს... ახლა ფოტოებს რომ ვათვალიერებ, გული მტკივა.

  • თამო ვაშალომიძე: "რაც უნდა ფულიანი მამაკაცი ჰყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე"

მე სირთულეებს ყოველთვის პირდაპირ ვეჯახები, არ მიყვარს თავის არიდება. ახლაც ჩემს ტკივილს თვალებში ჩავხედე და ვაპირებ, რომ ყველაფერი, რაც მანამდე ჩემს ქმართან ერთად გავიარე, ახლა მარტომ გავიარო. 

ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, მყავს ორი უსაყვარლესი შვილი, კარგი მეგობრები, მაქვს ჩემი საქმე, ბევრს ვმუშაობ. მადლიერების გარდა, სხვა არაფერი შემიძლია გადმოგცეთ", - ამბობს თამო ვაშალომიძე ვიდეოში, რომელიც გამომწერებს გაუზიარა. ფოტომოდელს და ინფლუენსერს სოციალურ ქსელში 200 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

vashalomidze

თამო ვაშალომიძე 

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • „ჩემი ცხოვრების მიზანი კარგი დედობაა...“ – თამო ვაშალომიძე ემოციებსა და გეგმებზე

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.

vashalomidze

  • „არც მეტი არც ნაკლები – ჰოლივუდიდან მომივიდა მოწვევა" - თამო ვაშალომიძის კიდევ ერთი დაუჯერებელი სიახლე

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.