ნინო სურგულაძის ამბავი ესპანეთიდან: "აი, ასეთი დღე იყო. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ" - Marao

ნინო სურგულაძის ამბავი ესპანეთიდან: "აი, ასეთი დღე იყო. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ"

2026-04-23 12:13:32+04:00

როდესაც ფარდა იხსნება და სცენაზე ნინო სურგულაძე გამოდის, დარბაზში წამიერი სიჩუმე ისადგურებს - ეს არ არის მხოლოდ მოლოდინი, ეს არის პატივისცემა იმ ქარიზმის მიმართ, რომელიც მას თან სდევს. თბილისის მყუდრო ქუჩებში გატარებული ბავშვობიდან მსოფლიოს უდიდეს სცენებამდე, ნინოს გზა ჰგავს კლასიკურ ნოველას, სადაც ნიჭი, თავდაუზოგავი შრომა და შინაგანი კეთილშობილება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

  • ნინო სურგულაძის შესრულება მეგობრების წრეში, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის: "ასეთი ქალები ცვლიან რეალობას, აკეთილშობილებენ სამყაროს"

მისი კარიერა, რომელიც ლა სკალას, კოვენტ გარდენისა და მეტროპოლიტენ ოპერის ტრიუმფებითაა დახუნძლული, სინამდვილეში გაცილებით ადრე, მშობლიურ გარემოში დაიწყო. ოჯახი მისთვის ყოველთვის იყო ის მყარი საყრდენი, სადაც მუსიკისადმი სიყვარული და ადამიანური ღირებულებები უმთავრეს პრიორიტეტად ითვლებოდა. დღეს, როცა ნინო უკვე თავად არის დედა და წარმატებული ხელოვანი, ის ახერხებს შეინარჩუნოს ის საოცარი ბალანსი, რომელიც ასე იშვიათია თანამედროვე სამყაროში - იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავი და, ამავდროულად, საოცრად ნამდვილი, ემოციური და გულწრფელი.

მის ყოველ გამოსვლას თან სდევს ისტორია, რომელიც მხოლოდ ნოტებით არ იწერება. ეს არის ისტორია ქალზე, რომელმაც ოპერა საკუთარ ცხოვრების წესად აქცია. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული საღამო, რომელიც ნინო სურგულაძისთვის სასიამოვნო მოგონებად იქცა, ხელოვანმა გულშემატკივრებსაც გაუზიარა. 

surguladze

ნინო სურგულაძის მოგონება

“დღეს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ესპანეთში მეორე სპექტაკლის წინ. თეატრში ტაქსით მივედი, ცოტა დაღლილი ვიყავი. შევედი ჩვეულებისამებრ ჩემს ოთახში და დავიწყე მზადება. კარზე კაკუნია…

- მობრძანდით!

შემოდის თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მეუბნება: ნინო, დოკუმენტი დაკარგე? არა, გაკვირვებულმა მივუგე. გამახსენდა რომ პასპორტი ნამდვილად სახლში მედო.

  • ნინო სურგულაძის 5 ყველაზე გამორჩეული როლი: ვერდიდან მოცარტამდე

 აქ ქალბატონები არიან მოსული და ამბობენ, რომ შენი დოკუმენტები იპოვეს.

- ახლავე! მივუგე და გავედი მათ სანახავად გაკვირვებული. ორი ქალბატონი – ერთი ასაკში, სანდომიანი და მეორე - ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გოგონა. მივესალმე და ამ დროს გოგონამ ხელი ამოწია - რას ვხედავ – ჩემი საფულე. გავშტერდი. წარმოდგენა არ მქონდა სად და როდის დავკარგე. თეატრთან ვიპოვეთო, მითხრა ღიმილით.

surguladze

- უღრმესი მადლობა! კი მაგრამ, როგორ მომაგენით აქ? ვეკითხები გაოცებული.

თქვენი დოკუმენტი ვნახე, “დავგუგლე“ და მივხვდი, რომ არტისტი ხართ, საფულე თეატრთან ახლოს იყო, ამიტომ აქ მოვედი და არა პოლიციაში.

საფულეში თავისთავად მნიშვნელოვანი საბუთები მედო. დიდი მადლობა გადავუხადე, დავასაჩუქრე იმ წამსვე, უარზე იყვნენ. ახლაც გაოცებული ვარ მეც და მთელი თეატრიც. მესმის, რომ არსებობენ კეთილი და სინდისიერი ადამიანები, თუმცა ეს დღეს იშვიათობაა და ძალზედ დასაფასებელია. მაგრამ ის, რომ ამ ადამიანმა „დაგუგლა“ და მიპოვა, ამან გამაოცა, თუ რატომ გაუჩნდა ეს იდეა.

არ ვიცი, ალბათ კარმაა  - ასე ეძახიან. მოკლედ, ასეთი ამბებიც ხდება. დიდი მადლობა ამ ორ ქალბატონს. ასევე ამ თბილ და ლამაზ ქალაქს, თეატრს - სტუმართმოყვარეობისთვის, სითბოსთვის.

სპექტაკლის შემდეგ ისევ იგივე თეატრის წარმომადგენელი მოვიდა და ამჯერად მეუბნება: ორი ქართველი გელოდებაო!

  • „პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა” - ნინო სურგულაძე შეცვლილი იმიჯითა და შთამბეჭდავი როლით ჩეხი კომპოზიტორის ოპერაში

- შემოვიდნენ! ვეუბნები… და შემოანათა ორმა ძალიან კარგმა ქართველმა გოგონამ ლამაზი თაიგულით! ძალიან გამიხარდა! ჩავეხუტეთ ერთმანეთს.

ჩვენ ემიგრანტები ვართ და მადრიდში ვცხოვრობთ, გავიგეთ, რომ ბილეთები აღარ იყო, შემდეგ საიტზე დაიწერა, რომ ორი ბილეთი გამოჩნდა და მაშინვე წამოვედითო.

surguladze

გახარებულები ვიდექით!… მადლობა მათ, რომ შეწუხდნენ და ჩამოვიდნენ.

აი, ასეთი დღე იყო. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ. მიყვარხართ, თქვენი ნინო!”