სად უნდა გაატაროთ შაბათ-კვირა იმაზე უფრო პროდუქტიულად, ვიდრე თბილისის წიგნის ბაზრობაზე? ალბათ, რთულია იპოვოთ სხვა ადგილი, სადაც ერთდროულად ლიტერატურულ თავგადასავალში ჩაიძირებით, პატარებს დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებთ და კეთილ საქმეშიც შეიტანთ წვლილს.
23-დან 26 აპრილის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი ნამდვილ დღესასწაულს მასპინძლობს. მონაწილეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გამომცემლობა „პალიტრა L-ს“, რომელიც წელსაც ტრადიციულად უამრავი შეთავაზებითა და სიახლით ხვდება სხვადასხვა ასაკის სტუმრებს.
რადგან აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, „პალიტრა L“ არცერთ მკითხველს არ ტოვებს წიგნისა და საჩუქრის გარეშე. გამომცემლობა წიგნს აჩუქებს ყველას, ნებისმიერი ოდენობის შენაძენზე.
ბაზრობის დღეებში „პალიტრა L-ის“ წიგნებს ფასდაკლებით შეიძენთ. მინიმალური ფასდაკლება 30%-ია და ის გამოცემების მიხედვით განსხვავდება. მათთვის კი, ვინც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, იგივე შეთავაზება ძალაშია გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
ბავშვებისთვის წიგნის ბაზრობა ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა. „პალიტრა სტუდიის“ სტენდთან მათ დახვდებათ საინტერესო აქსესუარები, თამაშები და აქტივობები.
მკითხველისთვის თბილისის წიგნის ბაზრობა საუკეთესო შესაძლებლობაა პირადად შეხვდეს საყვარელ ავტორებს, გაესაუბროს, მისთვის საინტერესო კითხვები დაუსვას, ფოტო გადაიღოს თუ წიგნზე ავტოგრაფი მიიღოს.
23 აპრილს 13:30 საათზე გიორგი გვიშიანი წარადგენს თამაშს ბარათებით – „ვეფხისტყაოსანი“.დღის ბოლოს, 17:30 საათზე, გაიმართება რევაზ-გიორგი არველაძის წიგნის „მეწამულ ჩრდილს მიღმა“ პრეზენტაცია.
24 აპრილს 12:30 საათზე დავით ქართველიშვილი და შოთა იათაშვილი წარადგენენ დავით ქართველიშვილის რომანს „ცვილის ფიგურები“
26 აპრილს 12:30 საათზე თეონა დოლენჯაშვილი წარადგენს თავის ახალ წიგნს „მე - მერსო“.
წელს „პალიტრა L-ის“ სტენდთან ერთი განსაკუთრებული კუთხეა, სადაც წიგნის შეძენა სიკეთის კეთების ტოლფასია. გამომცემლობის ტრადიციული საქველმოქმედო აქცია — „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ბრუნდება მხოლოდ წიგნის ბაზრობაზე და მხოლოდ ოთხი დღით. შეიძინეთ წიგნი იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ და თქვენ მიერ გადახდილი 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას.10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს“, რომელიც თქვენი მეშვეობით მიუსაფარ ცხოველებს დაეხმარება. შეთავაზების ფარგლებში 10 სხვადასხვა წიგნის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მომხმარებელი ხუთი გამოცემის შეძენას შეძლებს.
არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. ესტუმრეთ თბილისის წიგნის ბაზრობას პატარებთან ერთად, აირჩიეთ წიგნები, ისარგებლეთ ფასდაკლებით, მიიღეთ საჩუქრები, ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და აქციეთ აპრილი ნამდვილ ლიტერატურულ დღესასწაულად.
R