როგორ დაამარცხა ია ნინიძემ კიბო: "ის ადამიანი დღეს აღარ არის ჩემთან, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის მესმის" - Marao

როგორ დაამარცხა ია ნინიძემ კიბო: "ის ადამიანი დღეს აღარ არის ჩემთან, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის მესმის"

2026-04-24 11:59:25+04:00

"აღმოვაჩინე, რომ ვიყავი სასწრაფოდ საოპერაციო, ჩემი დიაგნოზი იყო - კიბო. მე ეს სენი დავამარცხე, დიდმა სიყვარულმა დამამარცხებინა. ის ადამიანი დღეს აღარ არის ჩემთან, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის მესმის. ეს ადამიანი არის ლადო, ის, ვინც ყოველთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე მეყვარება. 

ყველა ჩემი მეუღლე მიყვარდა, ჩემი შვილები სიყვარულით გაჩნდნენ, მაგრამ ლადოს სიყვარული განსაკუთრებული იყო. ის ჩემზე ბავშვობიდან იყო შეყვარებული, ერთმანეთს ძალიან დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით. ლადო საოცარი ადამიანი იყო, ჩემთვის ის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის სახეა" - ამის შესახებ ია ნინიძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა. 

ia-ninidze

ია ნინიძე - ცხოვრება და კარიერა

ია ნინიძე 1960 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, ტელევიზიის რეჟისორისა და რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. ბალერინობა სურდა და რამდენიმე წელი სტუდიაშიც ემზადებოდა. სწორედ სტუდიაში ყოფნის დროს შეამჩნია გია დანელიამ და პირველ როლზე დაამტკიცა. 

  • კადრები წარსულიდან: ია ნინიძის აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები ოჯახური ფოტოალბომიდან

იას პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ია ჰყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.

ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვდა ახალ სიყვარულს - სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.

ia-ninidze

მათი ქორწინება ვერ შედგა. წლების შემდეგ, სერგეიმ პოლიტიკური კარიერა წამოიწყო და კურსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი გახდა. 

იას მესამე ქმარი ასევე ხელოვანი მიხეილ ბუჩენკოვი იყო. მსახიობს ამ ქორწინებაში ქალიშვილი - ნინო შეეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ. მიხეილი კარიერის გასაგრძელებლად ამერიკაში წავიდა. ოჯახთან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა იამ ურთიერთობის გაგრძელება არ ისურვა. 

  • ქართული სილამაზე - ცხოვრებაში და კინოში: 4 გამორჩეული ქართველის 4 განსაკუთრებული ამბავი

მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი და დასამახსოვრებელი როლი როგორც თეატრში, ასევე კინოში. ფილმოგრაფიიდან საინტერესოა, შემდეგი როლები: არ იდარდო! (1968 წელი) — ციცინო; ვერის უბნის მელოდიები (1973 წელი) — თამრო; პირველი მერცხალი (1975 წელი) — ელენე; მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) — სალომე; „ცრემლები ცვიოდა“ (1982 წელი); აქედანა და შენამდე (1984 წელი); მონანიება (1985 წელი); „ოპერაცია ვუნდერლანდი“ (1988 წელი); „ომი ყველასათვის ომია“ (1990 წელი); „უბრალო ჭეშმარიტებანი“ ტელესერიალი (1999 წელი) „გამოსათხოვარი ექო“ ტელესერიალი (2004 წელი); „მაძებარი ლიცენზიის გარეშე“ ტელესერიალი (2007 წელი); „ბერიაზე ნადირობა“ ტელესერიალი (2008 წელი) და ასევე „წყნარი საგუშაგო“ ტელესერიალი (2011 წელი).