ექვსი თვის ასაკში Dior-ის საფენით - რიანას ქალიშვილმა ჟურნალ W-ს გარეკანი დაიპყრო“ - Marao

ექვსი თვის ასაკში Dior-ის საფენით - რიანას ქალიშვილმა ჟურნალ W-ს გარეკანი დაიპყრო

2026-04-24 12:55:35+04:00

სულ რაღაც ექვსი თვის ასაკში, რიანას ქალიშვილმა, როკი აირიშმა, უკვე მოასწრო და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. პოპ-ვარსკვლავი ჟურნალ W-ს სპეციალური გამოცემის, „Pop Issue“-ის გმირი გახდა. ფოტოზე მომღერალს ხელში თავისი პატარა გოგონა უჭირავს, ორივე მათგანი Dior Haute Couture-ის სამოსშია გამოწყობილი.

რიანას სტილი, როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავია: მას შავი პალტო, თეთრი ბუმბულის საყელო და სკულპტურული იასამნისფერი ქუდი ამშვენებს. სახეს დრამატული იასამნისფერი და ნარინჯისფერი მაკიაჟი, ხოლო ყელს Cartier-ს ძვირფასი ყელსაბამი უმშვენებს.

არც პატარა როკი ჩამორჩება ვარსკვლავურ დედას, ის Dior-ის მაღალი მოდის საფენით პოზირებს.

rihhana

  • ბრწყინვალე დაბრუნება - რიანა და A$AP Rocky CFDA Awards 2025-ზე 

ვინ არის რიანა

ცნობილი მომღერალი რიანა 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ბავშვობა რთულ სოციალურ პირობებში გაატარა, თუმცა მუსიკამ და შემოქმედებამ პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მუსიკალური ნიჭი და გამორჩეული ხმის ტემბრი მალევე იქცა მის გამორჩეულ იდენტობად.

მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers-თან შეხვედრისას 2003 წელს. მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ გაიგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერ Jay-Z-სთან. რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელმაც „ბილბორდის" მონაცემებით, ტოპ-ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო.

rihana

  • რიანა და როკი მესამე შვილის მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას 

რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალგაყიდვადია, მაგალითად: „Umbrella“, „Take a Bow“, „Disturbia“, „Only Girl (In the World)“, „S&M“, „We Found Love“, „Diamonds“ და „Stay“. გახდა ყველაზე ახალგაზრდა სოლო-შემსრულებელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: რვა "გრემი", რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards. American Music Awards-ზე 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award-ის წოდება. 2014 წელს მიიღო მთავარი ჯილდო The Council of Fashion Designers of America (CFDA) -სგან. 

რიანა და როკი მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპულარული და გავლენიანი წყვილია. მათ პირველი შვილი RZA 2022 წლის მაისში შეეძინათ, მეორედ კი მშობლები გასულ ზაფხულს, აგვისტოში გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რიანა ორივე ორსულობას მალავდა და დიდი ხნის მანძილზე არც პირველი შვილის ფოტოები გაუსაჯაროებია, მოგვიანებით ოჯახი ერთად გამოჩნდა და მუსიკოსმა შვილები საზოგადოებასაც გააცნო.  წყვილი უკვე სამი შვილის მშობელია. 2025 წლის 13 სექტემბერს Rocki Irish Mayers დაიბადა.