მოიმარაგეთ საზაფხულო საკითხავი თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L“-ის სტენდთან - ფასდაკლება და საჩუქრები - Marao

მოიმარაგეთ საზაფხულო საკითხავი თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L“-ის სტენდთან - ფასდაკლება და საჩუქრები

2026-04-25 10:00:37+04:00

ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული - თბილისის წიგნის ბაზრობა დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ დღეს და ხვალ, შესაძლებლობა გაქვთ, მოიმარაგოთ საკითხავი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, საუკეთესო შეთავაზებებით,  რომლებიც „პალიტრა L“-ის სტენდთან გელოდებათ. 

გამომცემლობამ სპეციალურად ღონისძიებისთვის მოგიმზადათ საჩუქარი, ნებისმიერ შენაძენზე. აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, ამიტომ „პალიტრა L“-ი ყველა თქვენგანს სწორედ წიგნით დაასაჩუქრებს. ასევე, 26 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით როგორც თბილისის წიგნის ბაზრობაზე, ასევე გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში. 

ასევე, დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე თბილისის წიგნის  ბაზრობის პატარა სტუმრებს  ელოდებათ კუპატას კითხვის საათი, გიორგი კეკელიძისგან. 

26 აპრილს, 17:00 საათზე ბაკურ გაბუნია წარადგენს წიგნს -  ,,სპილო ბაქანზე''. 18:00 საათი- სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გიმასპინძლებთ - ნაწყვეტზე, გიორგი კეკელიძის მოთხრობის - „კუპატას თავგადასავლის“ მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების სპექტაკლიდან.  

თბილისის წიგნის ბაზრობაზე „პალიტრა L-სგან“ გელოდებათ სიახლეებიც. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და საინტერესო სერია - „გზაჯვარედინი“, რომელიც შეიქმნა სპეციალურად მათთვის, ვინც მოზარდობის ასაკს გადააბიჯა და ზრდასრულობის პერიოდში ახალი ხედვებითა და ინტერესებით შედის. სიახლეებია სერია „წლის ბესტსელერშიც“ - გამოიცა ისეთი წიგნები, როგორიცაა: რე­ბე­კა კუ­ან­გი - „ყვი­თელ­სა­ხა“ (მწვა­ვე სა­ტი­რა ლი­ტე­რატუ­რულ ინ­დუსტრი­ა­ზე, იდენ­ტო­ბის კრი­ზის­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გავ­ლე­ნა­ზე); ტოშიკა­ძუ კა­ვა­გუ­ჩი - „სა­ნამ ყავა გა­ცივ­დე­ბა“ (ია­პო­ნე­ლი დრა­მა­ტურ­გის სრუ­ლი­ად ახა­ლი მიდგო­მა დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის თე­მა­ზე, სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი კუ­თხით).

კიდევ ერთი ტომი დაემატა სერიას - „ომებსა და ადამიანებზე“. თბილისის წიგნის ბაზრობაზე ჰანს ფალადას რომანს,  „სიკ­ვდი­ლის დროს ყვე­ლა მარ­ტოა“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. 

ამ და სხვა სიახლეების აღმოსაჩენად გაეცანით საფესტივალო კატალოგს. ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონს და არ გამოტოვოთ სიურპრიზები და აქციები გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან!