ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული და რას წერს სოციალურ ქსელში: მოცეკვავე პირველი შვილის დედა გახდა - Marao

ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული და რას წერს სოციალურ ქსელში: მოცეკვავე პირველი შვილის დედა გახდა

2026-04-24 20:52:02+04:00

ცოტა ხნის წინ ქართველმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვეს: "ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის", - დაწერა მან. 

სალომე ჭაჭუას პირველი შვილი 2026 წლის 28 მარტს შეეძინა. გასულ შემოდგომას, ნოემბერში სალომემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ, ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, ეს მიზეზები კი არ დაუკონკრეტებია. 

"ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ გავედი ფინალში და ვინ იცის - იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე, რომ საბოლოოდ ავწიო ეს ბრჭყვიალა თასი... სასურველია ისეთ ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც არ ადარდებთ ზედმეტი რეპეტიციები!", - წერდა მაშინ სალომე ჭაჭუა. 

სალომე ჭაჭუა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იშვიათად ჩნდებოდა კამერების წინ, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს საუბრობდა. სალომეს არც ახლა, სასიხარულო სიახლის შემდეგ უსაუბრია პირადი ცხოვრების დეტალებზე - მან მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები ისეთი რაკურსით გააზიარა, სადაც სახე დაფარულია. 

salome-chachu

salome-chachua

სალომე ჭაჭუა - განვლილი გზა და კარიერა 

სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან".  ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო. 

  • სალომე ჭაჭუას ტრანსფორმაცია - წარმატებული ქართველი მოცეკვავის ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები

"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე. 

სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში. 

  • "ემილია გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს პირველი ოჯახური კადრები შვილთან ერთად

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე  შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.

სალომე ჭაჭუა დაქორწინებული იყო ცნობილ ქართველ მსახიობსა და ტელესახეზე, გიორგი ვარდოსანიძეზე. სალომესა და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ, მალევე კი იქორწინეს, თუმცა მათი ურთიერთობა დასრულდა. 

chachua