მაკა კვიციანი მეოთხე შვილის დედა გახდა: ფოტოები შვილსა და მეუღლესთან ერთად - Marao

მაკა კვიციანი მეოთხე შვილის დედა გახდა: ფოტოები შვილსა და მეუღლესთან ერთად

2026-04-27 11:24:29+04:00

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

maka-kvitsiani

მაკა კვიციანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო დროს იშვიათად აზიარებდა სიახლეებს. ამის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული იყო - ის მეოთხე შვილს ელოდებოდა. ამის შესახებ ცნობილი დიზაინერ ანუკი არეშიძის ღონისძიებიდან გახდა. 

ამჯერად დიზაინერი მეგობრებს ოჯახურ კადრებს უზიარებს, სადაც ჩანს, რომ მას მეოთხე შვილი შეეძინა. მაკა კვიციანი მეუღლის, შოთა ბერეკაშვილისა და უმცროსი შვილის ფოტოებს აქვეყნებს. 

maka-kvitsiani

ვინ არის შოთა ბერეკაშვილი 

მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

1995-2000 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი, აშშ. მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში.

2001 - 2002 წლებში სწავლობდა კასს ბიზნეს სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი: რისკების მენეჯმენტსა და კორპორატიულ ფინანსებში.

2000-2001 წლებში იყო ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია BIDC Investment Co.-ს პროექტის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა მწვანე (Green field) პროექტების დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

2002-2003 წლებში მუშაობდა ლონდონში, Elgin Capital (Investment Hedge Fund)-ის რაოდენობრივი ანალიტიკოსად (ძირითადი საქმიანობა: რეკომენდაციების მიცემა კორპორატიული ობლიგაციების შესყიდვა/განთავსება/გაყიდვის საკითხებში). კომპანია ეწეოდა კორპორატიული (investment graded) ობლიგაციებით ვაჭრობას.

2003-2011 წლებში იყო კომპანია VIT-XXI-ის (მოსკოვი) თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა სამოქალაქო მშენებლობა-დეველოპმენტი. აღნიშნულ პერიოდში, კომპანია ძირითადად დაკომპლექტებული იყო 500-ზე მეტი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ვიზებით, საცხოვრებელი პირობებით და მაღალი ანაზღაურებით. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მრავალი სამშენებლო და დეველოპერული პროექტი განახორციელა ქალაქ მოსკოვში.

kvitsiani-berekashvili

2012-2024 წლებში მუშაობდა კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენში“ (თბილისი), იყო მისი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო კომპანია საქართველოში. კომპანიას უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიც არის სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, სპორტული დარბაზები და სხვა.

2021-2024 წლებში საქმიანობდა კომპანია „ბიქეი ჰოლდინგში“ (თბილისი, საქართველო). პოზიცია: თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანია აერთიანებს სამშენებლო კომპანიებს: „ბი-ქეი ქონსთრაქშენი“, დეველოპერულ კომპანია: „თეთრი კვადრატი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2.“ კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაფუძნდა 2018 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად, კერძო და საჯარო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს 200-250 პროფესიონალი სპეციალისტის მომზადება-ინტეგრაციას სამშენებლო სექტორიში.

2024 წლის 10 სექტემბერს, შოთა ბერეკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში წარადგინა, მე-16 ნომრად.[2] ამავე წლის ნოემბრიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ჰყავს მეუღლე, მაკა კვიციანი და 4 შვილი.