ახალი სიტყვა ქართულ ფარიკაობაში - ვინ არის პირველი პრიზიორი ქალი საქართველოდან - ალექსანდრა კუვაევა - Marao

ახალი სიტყვა ქართულ ფარიკაობაში - ვინ არის პირველი პრიზიორი ქალი საქართველოდან - ალექსანდრა კუვაევა

2026-04-28 12:13:38+04:00

ქართულ ფარიკაობაში ახალი ერა დაიწყო. აქამდე თუ ამ სპორტში წარმატება მხოლოდ კაცების სახელს უკავშირდებოდა, ალექსანდრა კუვაევამ ეს მოცემულობა შეცვალა. ის გახდა საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი ქალი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

თურქეთში მიმდინარე იუნიორთა და კადეტთა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქალი მოფარიკავე საქართველოდან, რომელმაც ამ დონის ტურნირზე პრიზიორის ტიტული დაისაკუთრა. აქამდე ევროპის ჩემპიონატების პოდიუმზე მხოლოდ ქართველი ვაჟები - სანდრო და ბექა ბაზაძეები, ნიკა შენგელია და ლუკა ღაღანიძე ადიოდნენ, ალექსანდრამ კი დაამტკიცა, რომ ქალთა ფარიკაობას საქართველოში არანაკლებ დიდი პოტენციალი აქვს.

alexandra-kuvaeva

  • "გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40 წლის ვიყავი, შიშმა შემიპყრო..." - ქართველი ჩემპიონის, ირმა ხეცურიანის სირთულეებითა და წარმატებით სავსე გზა 

ალექსანდრა კუვაევას გზა

ალექსანდრა საქართველოს სახელით ასპარეზობს და მის სახელს უამრავი წარმატება უკავშირდება.

ალექსანდრა კუვაევა გასულ წელს თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თურქეთში, იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა. ჯგუფში მოგებების შემდეგ, ალექსანდრამ კიდევ 2 ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც იტალიელი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, ამ ეტაპზეც მისი მოწინააღმდეგე იტალიელი მოფარიკავე იყო, რომელსაც 15:11 სძლია და ფინალში გადავიდა, თუმცა ფინალური ბრძოლა 15:5 დათმო. 

  • ბულინგი წონის გამო, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და დაუღალავი შრომა მიზნისთვის: ვინ არის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა? 

alexandra-kuvaeva