"მელანია ტრამპი ძალიან ამაყად იდგა, ალბათ, ეგონა, რომ ყველაზე ლამაზი იყო მანამ, სანამ უკან არ გაიხედა' - ერთი ფოტოს ისტორია და მაკა ჩიჩუა ორსეის მუზეუმში - Marao

"მელანია ტრამპი ძალიან ამაყად იდგა, ალბათ, ეგონა, რომ ყველაზე ლამაზი იყო მანამ, სანამ უკან არ გაიხედა' - ერთი ფოტოს ისტორია და მაკა ჩიჩუა ორსეის მუზეუმში

2026-04-28 15:04:48+04:00

მაკა ჩიჩუა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პირველი ლედია, რომელმაც შეძლო საკუთარი ესთეტიკისა და ნიშის შექმნა და შენარჩუნება. 

მაკა ჩიჩუა იმ იშვიათ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ აქციონ სამოსი საკუთარი შინაგანი სამყაროს გაგრძელებად. მისი სტილი არა მხოლოდ მოდის ტენდენციების მიყოლა, არამედ ერთგვარი ფილოსოფიაა, სადაც მთავარი აქცენტი ინდივიდუალიზმსა და ბუნებრიობაზე კეთდება.

მაკას ვიზუალური ესთეტიკა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი ფუფუნება არა ბრენდების რაოდენობაში ან სამოსის მაღალ ფასში, არამედ დახვეწილ გემოვნებასა და ზომიერების შეგრძნებაშია. მისი ელეგანტურობა "ხმაურიანი" არ არის; ის უფრო დეტალებში, სწორად შერჩეულ სილუეტებსა და იმ განსაკუთრებულ ქარიზმაში იკითხება, რომლითაც ის ნებისმიერ ნივთს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

  • "იქ მხოლოდ მეუღლეს ხომ არ წარმოვადგენდი? წარმოვადგენდი ქვეყანას - ეს არის პასუხისმგებლობა" - მაკა ჩიჩუა პირველი ლედის ამპლუაში: ამბები და ისტორიები წარსულიდან

იქნება ეს ოფიციალური მიღება თუ ყოველდღიური გარემო, მაკა ჩიჩუა ყოველთვის ახერხებდა შეენარჩუნებინა სიმსუბუქე, რაც მის სტილს გამძლეს და შთამაგონებელს ხდიდა. ეს არის ქალურობისა და ინტელექტუალური მოდის სინთეზი, სადაც მთავარი ღირებულება არა ნივთი, არამედ მისი ტარების ხელოვნებაა.

ამის ნათელი მაგალითია კადრი ორსეის მუზეუმიდან - ალბათ, ეს ფოტო ერთხელ მაინც ყველა თქვენგანს უნახავს, მაგრამ იცით, ვინ არის მისი ავტორი და როგორია ამ შთამბეჭდავი კადრის ისტორია? 

maka-chichua
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

ამ სტატიაში სწორედ ამ ერთი, განსაკუთრებული ფოტოს შესახებ მოგიყვებით. მანამდე კი გაგახსენებთ, რომ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა 2018 წელს საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ. მაღალი რანგის სტუმრები ორსეს მუზეუმს ეწვივნენ, სადაც პიკასოს ლურჯი და ვარდის კოლექციის ნახატები იყო გამოფენილი. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრო ბრიჯიტ მაკრონის მიერ მაღალი რანგის სტუმრების მეუღლეებისთვის ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებს.

  • საოცარი ბიჭი - თომა: გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟის გატაცება და ცხოვრება დუშეთში

სწორედ  სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ორსეიში ვიზიტისას გადაიღო ეს დაუვიწყარი მომენტი ფოტოგრაფმა ლელი ბლაგონრავოვამ. ის საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან ხუთი წლის მანძილზე მუშაობდა, გადაღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ მოვლენა, თუმცა მაკა ჩიჩუა ორსეის მუზეუმში მისთვის მაინც დაუვიწყარ მოგონებად რჩება. 

ამ მომენტისა და კადრის გადაღების შესახებ ლელი ბლაგონრავოვამ საკუთარ პოდკასტში მაკა ჩიჩუასთან ერთად ისაუბრა.

მაკა ჩიჩუა ორსეის მუზეუმში და „ერთი ფოტოს ისტორია“ 

ლელი ბლაგონრავოვა:

- ეს ფოტო გადავიღე მე ორსეის მუზეუმში 2018 წელს. ეს კადრი რომ გადამეღო, ზუსტად სამი საათის მანძილზე ველოდებოდი ქალბატონ მაკასა და ბატონ გიორგის. მაშინ ასეთი პროტოკოლი იყო, არავინ ვიცოდით, როდის შემოვიდოდნენ დარბაზში დელეგაციები.

მე ეს კომპოზიცია წინასწარ მქონდა მოფიქრებული, წარმოდგენილი. იქ პირადი ფოტოგრაფების გარდა, სააგენტოების ფოტოგრაფებიც იყვნენ. მახსოვს, როცა დაგინახეთ, რომ მოდიოდით, ყველას ვეუბნებოდი, შეხედეთ, ეს ჩვენი პირველი ლედია-მეთქი. 

ეს ფოტო ძალიან დიდი მანძილიდანაა გადაღებული და მაშინ მაკას ჩემი რომ არ გაეგო, რომ არ დაეჯერებინა ჩემთვის ინსტინქტურად, ეს კადრი არ გამოვიდოდა. ამიტომ, ეს ჩვენი საერთო ნამუშევარია. 

მაკა ჩიჩუა:

- ამ მომენტში მეც ძალიან დაძაბული ვიყავი - მაშინ მაკრონმა სხვადასხვა ქვეყნის პრინცები და პრინცესები დაპატიჟა, უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. 85 ქვეყნის დელეგაციები სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ყველაფერი გათვლილი იყო, მაგრამ უცებ მაინც ატყდა ჩოჩქოლი.

  • "55 წლის ვხდები, არ მესმის, რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია" - მაკა ჩიჩუა სილამაზის ტენდენციებსა და პირად არჩევანზე 
maka-chuchua
მაკა ჩიჩუა და ბრიჯიტ მაკრონი

ლელი ბლაგონრავოვა:

- ვართ ვერსალში, პირველი ლედების ჯგუფური ფოტოა და ყველა ერთად დგას. მელანია ტრამპი დადგა ცენტრში, სხვა პირველი ლედები კი გადანაწილდნენ. მაკა იდგა ცოტა უკან და ზემოთ, მეორე საფეხურზე, მელანიასგან მოშორებით. 

მელანია ტრამპი ძალიან ამაყად იდგა - ქალი მაინც ქალია - ალბათ, ეგონა, რომ ყველაზე ლამაზი იყო მანამ, სანამ უკან მდგომ პირველ ლედებს არ გადმოხედა. რომ გაიხედა, იმ წამსვე ინსტინქტურად მეორედ მოაბრუნა თავი და მაკას შეხედა. ეს ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ ძალიან ემოციური მომენტი იყო. 

maka-chichua
მაკა ჩიჩუა და მელანია ტრამპი

ინტერვიუს მაკა ჩიჩუასთან სრულად ნახავთ აქ