"ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა გამზარდა" - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის გამოსვლა სოციალურ ქსელს იპყრობს - Marao

"ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა გამზარდა" - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის გამოსვლა სოციალურ ქსელს იპყრობს

2026-04-28 16:01:37+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა, 21 წლის ზაჰარამ, საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა, თუმცა ამჯერად არა წითელი ხალიჩიდან, არამედ კოლეჯის ტრიბუნიდან. სპელმანის კოლეჯში, Alpha Kappa Alpha-ს ღონისძიებაზე გამოსვლისას, მან ისაუბრა დედასთან არსებულ მჭიდრო კავშირსა და იმ ღირებულებებზე, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბა.

ზაჰარამ ხაზი გაუსვა, რომ ანჯელინასთან უნიკალური ურთიერთობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ყურადღების ცენტრში ყოფნა ხშირად ართულებს პირადი მომენტების შენარჩუნებას, მან აღნიშნა, რომ დედამისი ყოველთვის ახერხებს იყოს მისი ცხოვრებისა და განათლების პროცესის აქტიური ნაწილი.

"ის ყველაზე თავდადებული და გამგები ქალია, ვისაც შემიძლია დედა დავუძახო. მადლიერი ვარ, რომ მყავდა მისაბაძი მაგალითი, რომელმაც მაჩვენა, თუ რას ნიშნავს იყო ღირსეული ადამიანი," - განაცხადა ზაჰარამ.

anjelina-jolly

  • შაილო ჯოლი-პიტი ინტერნეტს იპყრობს: საოცარი მსგავსება დედასთან და ვარსკვლავური გამოჩენა 

ვინ არის ზაჰარა ჯოლი

ზაჰარა, რომელიც 2005 წელს ეთიოპიიდან იშვილეს, ამბობს, რომ ჯოლის ოჯახში მთავარი აქცენტი ყოველთვის სხვების დახმარებასა და პიროვნულ ზრდაზე კეთდებოდა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის გახმაურებული და რთული განქორწინების ფონზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში საბოლოოდ დასრულდა, შვილებმა მამის გვარზე უარი თქვეს. ღონისძიებაზე ზაჰარამ საკუთარი თავი წარადგინა, როგორც - ზაჰარა მარლი ჯოლი, რითაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ პიტის გვარს აღარ ატარებს. მსგავსი გადაწყვეტილება მანამდე მისმა და-ძმებმა, მედოქსმა და ვივიენმაც მიიღო.

  • ანჯელინა ჯოლი შეყვარებულია? ვინ არის 42 წლის მსახიობი მსოფლიო ვარსკვლავის გვერდით 

anjelina-joly

  • უარი თქვა მამის გვარზე, იცვამს უბრალო სამოსს... - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის უმცროსი ქალიშვილი, ვივიენ ჯოლი პაპარაცებმა დააფიქსირეს 

კავშირი ორმხრივია. ანჯელინა ჯოლიმ არაერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად დიდ პატივს სცემს შვილის იდენტობას. ჟურნალ Time-თან საუბრისას მან ზაჰარას "არაჩვეულებრივი აფრიკელი ქალი" უწოდა და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მისი კავშირით საკუთარ ფესვებთან.

ზაჰარამ გამოსვლა სიმბოლური ფრაზით დაასრულა, რომელიც სოციალურ ქსელებში მალევე ვირუსული გახდა: "მე ვარ ძლიერი ქალი, რადგან ძლიერმა ქალმა გამზარდა. გმადლობ, დედა."

 

წყარო: instyle