პატარა დამიანე მამიკოს საგულშემატკივროდ - ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს - Marao

"უყვარს მამიკოს გოლები" - როგორ გულშემატკივრობდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე და შვილი

2026-04-29 10:39:16+04:00

"პარკ დე პრენსზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა იხილა მატჩი, რომელიც ტურნირის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. 

ყურადღების ცენტრში კვლავ ქართველი შემტევი მოექცა. მან ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

თამაშს, როგორც ყოველთვის, ხვიჩას ყველაზე დიდი გულშემატკივრები - მისი მეუღლე, ნიცა თავაძე და მათი შვილი, დამიანე კვარაცხელიაც ესწრებოდნენ. დიდი სიხარულის ამსახველი კადრები ნიცამ სოციალურ ქსელში გააზიარა. პატარა დამიანეს ვიდეო გააზიარა ხვიჩა კვარაცხელიას დედამ, მაკა ლუკავამაც: "უყვარს მამიკოს გოლები", - წერს ის. 

damiane-kvaratskhelia

  • მშობლების მეგობრობა, რომელსაც შვილები აგრძელებენ - პატარა დათი დავითაშვილი და დამიანე კვარაცხელია 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

nitsa-tavadze

  • "მამიკოს საგულშემატკივროდ" - დამიანე კვარაცხელიას ვიდეოს ნიცა თავაძე აქვეყნებს 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.