დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ სამშენებლო ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანია რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს და მომხმარებელს ბინებს თბილისსა და ქალაქგარეთ სთავაზობს. ამ ეტაპზე ერთი ობიექტი უკვე დასრულებულია, დანარჩენი კი მშენებლობის სხვადასხვა ფაზაშია.
დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე მშენებლობებს შორის გამორჩეულია „მეტროპოლ ორთაჭალა“, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. პროექტი 704 ბინას მოიცავს, რომელთა ფართობი 48,1-დან 123,9 კვადრატულ მეტრამდეა. კომპლექსის ტერიტორია რეკრეაციული ზონების, საბავშვო სივრცეებისა და მრავალდონიანი პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს.
დეველოპერული კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორი კორპუსისგან შედგება და მისი მთავარი უპირატესობა ერთი ჰექტარი ფართობის რეკრეაციული ზონაა. მსგავსი მასშტაბის გამწვანებული სივრცე ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის საკმაოდ იშვიათია. პროექტი ასევე მოიცავს ხუთდონიან პარკინგსა და საბავშვო ბაღს. ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება, ფართობი კი 51-დან 187 კვადრატულ მეტრამდეა.
ქალაქის ფარგლებს გარეთ „მეტროპოლი“ ორ სხვადასხვა მასშტაბის პროექტს ახორციელებს. მათგან ერთ-ერთია „მეტროპოლ ლისი“, რომელიც 7 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული კერძო დასახლებაა. აქ 70-მდე ვილის აშენება იგეგმება. საერთო სარგებლობისთვის 3 600 კვადრატული მეტრია გამოყოფილი, სადაც ველობილიკები, ღია კინოთეატრი და სპორტული მოედნები მოეწყობა.
მასშტაბით გაცილებით დიდია შინდისის პროექტი, რომელიც 90 ჰექტარსა და 700-მდე ნაკვეთს მოიცავს. შინდისის მიწის ნაკვეთებზე მომავალი მობინადრეები შეძლებენ საკუთარი სახლების აშენებას. დასახლების ცენტრალურ ნაწილში განთავსდება პარკი, ღია აუზი და სპა ცენტრი, მცირე საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის კი ტერიტორიაზე მაღაზია და აფთიაქი იფუნქციონირებს. ასევე, ორივე დასახლება აღიჭურვება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და ელექტრომობილების დამტენი სადგურებით.
პროექტების დეტალების, ბინების ფასებისა და გადახდის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია „მეტროპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში ასევე შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ კომპანიის გაყიდვების გუნდს:
ტელეფონი: 032 288 89 99
ელ-ფოსტა: sales@metropol.ge
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15
თბილისი, დ.გულიას 4
R