ამბობენ, ყველაფერში ზომიერებაა საჭიროო, მაგრამ 2026 წლის ტრენდები ამ წესს საერთოდ არ აღიარებს. წელს არანაირი შუალედური ფერები ან „ოდნავ“ შესამჩნევი ცვლილებები აღარ იქნება მოდაში. თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ბოლომდე.
კონკრეტულად რა იცვლება წელს:
- ქერა: თბილ და ოქროსფერ ტონებს ჩაანაცვლებს მკვეთრი, ცივი ვერცხლისფერი პლატინა.
- შავი: შავგვრემნებისთვის წელს ყველაზე აქტუალური ძალიან მუქი, სუფთა შავია, ყოველგვარი დამატებითი ფერების გარეშე.
- შეღებვა: დავიწყებას მიეცემა ბუნებრივი გადასვლები და მელირება. ახლა ტრენდულია თმის ერთ მთლიან, მკვეთრ ფერში შეღებვა.
- სიგრძე: აქაც მხოლოდ ორი გზაა - ან ძალიან გრძელი, წელამდე დაშვებული თმა, ან სრულიად საპირისპირო, მოკლე და აჩეჩილი.
მეტალისფერი პლატინა
ეს არის ძალიან ცივი, ყინულოვანი ქერა, რომელიც ფუტურისტულ სტილს მოგვაგონებს. სტილისტების თქმით, მას აქვს განსაკუთრებული ბზინვარება, რომელიც თითქმის ციფრულ ეფექტს ქმნის.
2026 წელს სილამაზის ინდუსტრია მთლიანად დიჯიტალ ესთეტიკაზე გადადის, ამიტომ ასეთი მეტალისფერი ტონები ყველგან დომინანტი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოდიუმებზე უკვე გამოჩნდა მოოქროვილი წამწამები, ხოლო ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მეტალის სამოსს, ეს „თეთრი ოქროსფერი“ თმა იდეალური დაგვირგვინება იქნება.

შავი ფერი
თუ აქამდე შავი თმა ბევრს უხეშად ან ხელოვნურად ეჩვენებოდა, 2026 წლის ტრენდი ამას ცვლის. ეს არის შავი, რომელიც გამოიყურება ძალიან ძვირფასად და ჯანსაღად - თითქოს თმა კი არა, შავი აბრეშუმი გქონდეთ.
ეს არ არის ის „კუპრივით“ შავი, სახეს რომ აუხეშებს. პირიქით, მასში გარეულია მუქი ყავისფერი ტონები, რაც ფერს უფრო რბილს და ბუნებრივს ხდის. შედეგად, თმა კი არ არის უბრალოდ მუქი, არამედ „თხევად მინასავით“ ბზინავს. სწორედ ამ ფერს ირჩევენ კიმ კარდაშიანი და დემი მური, როცა სურთ, რომ თმა მაქსიმალურად ეფექტურად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

თმის შეღებვა
თუ გადაწყვიტე, რომ თმა შეიღებო, წელს ნახევარტონებსა და ფერების თამაშს საერთოდ დაივიწყე. 2026 წელს მოდაშია პირდაპირი და კონკრეტული ფერი.
ქართულად რომ ვთქვათ: თუ ქერა ხარ - ბოლომდე ქერა უნდა იყო, თუ შავგვრემანი - ბოლომდე შავგვრემანი. აღარანაირი აქეთ ოდნავ ღია, იქით ოდნავ მუქი. სტილისტები ამას „ფერში ჩაძირვას“ ეძახიან.
რატომ არის ეს კარგი? - თმა უფრო ჯანსაღი ჩანს.
ულტრა-გრძელი თმა: რაპუნცელის სტილი ბრუნდება
ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ზღაპრის გმირები გრძელი, მბზინვარე თმით. 2026 წელს ეს ოცნება რეალობად იქცევა - წელს მთავარი ტრენდი ძალიან გრძელი თმაა.
მართალია, მის მოვლას ცოტა წვალება სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს. სტილისტები ამბობენ, რომ ეს წლის ყველაზე პოპულარული ვარცხნილობაა. თანაც, გრძელი თმა ყველას უხდება, ასაკის მიუხედავად.

წყარო: allure