ჰეილი ბიბერის კანის მოვლის ბრენდი, Rhode, თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია. 2025 წლის მაისში, დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, ბრენდი E.l.f. Beauty-მ შეიძინა, გარიგების საერთო ღირებულება კი 1 მილიარდ დოლარს აღწევს. ბრენდმა უკვე მოხსნა გაყიდვების რეკორდები Sephora-ს ქსელში ჩრდილოეთ ამერიკასა და ბრიტანეთში.
Rhode-ის წარმატება მხოლოდ ბიბერის ცნობადობით არ არის განპირობებული. მან სტრატეგიულ პარტნიორად პროდიუსერი მაიკლ რატნერი აირჩია და აქცენტი სთორითელინგზე გააკეთა. პროდუქტის გამოშვებამდე ორი წლით ადრე ჰეილიმ YouTube-ზე საკუთარი პლატფორმა განავითარა, რითაც აუდიტორიის ნდობა მოიპოვა და კანის მოვლის ექსპერტად პოზიციონირებდა. ბრენდის ფილოსოფია მინიმალისტურია: „ერთი საუკეთესო პროდუქტი ყველაფრისთვის“. ჰეილი თავად მონაწილეობს ფორმულების შექმნაში, რის გამოც პროდუქტები ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით (30 დოლარამდე) გამოირჩევა.
მიუხედავად ბრენდის გაყიდვისა, ჰეილი ბიბერი კვლავ მის შემოქმედებით ხელმძღვანელად რჩება. ამა წლის შემოდგომაზე Rhode ოფიციალურად შევა ევროკავშირის ყველა ქვეყნის Sephora-ს მაღაზიებში. ბიბერის მიზანია ბრენდი გლობალურ იმპერიად აქციოს და მომავალში სამხრეთ ამერიკის ბაზარიც აითვისოს. თავად ჰეილი ამბობს, რომ 30 წლის ასაკს ახალი გეგმებითა და ბიზნესის განვითარების დიდი ამბიციით ხვდება.

ჰეილის პირადი როლი და პროდუქტის ხარისხი
ბიბერი მხოლოდ ბრენდის სახე არ არის. ის დეტალურად არის ჩართული ყველა ეტაპში:
- ფორმულები: ზოგიერთი პროდუქტი 15-ჯერ მაინც შეიცვალა, სანამ იდეალურ შედეგს არ მიაღწიეს.
- კრიზისების მართვა: როცა ტუჩის ბალზამის ტექსტურის გამო პრობლემები შეიქმნა, მან არ დამალა ხარვეზი, საჯაროდ განმარტა მიზეზი და ფორმულა განაახლა.
- ფილოსოფია: ბრენდის დევიზია "ერთი საუკეთესო ყველაფრისგან". პროდუქტები არის ეფექტური, ესთეტიკური და ხელმისაწვდომი.

გამოწვევები და კრიტიკა
ჰეილი აღიარებს, რომ საჯაროობა რთულია. ინტერნეტში მას ხშირად აკრიტიკებენ - მისი ვარცხნილობიდან დაწყებული, ოჯახური ცხოვრებით დასრულებული. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა წინ სვლა და საკუთარი საქმის კეთებაა.
გასული წელი მისთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო: ის პირველად გახდა დედა და პარალელურად კომპანიის გაყიდვისა და გლობალური ექსპანსიის პროცესს მართავდა.
წყარო: time