ბიბი კალაძე იუბილარია - ანუკი არეშიძე ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

ბიბი კალაძე იუბილარია - ანუკი არეშიძე ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს

2026-05-04 10:30:56+04:00

ანუკი არეშიძესა და კახა კალაძის ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი, ლევანი, მამის მსგავსად ფეხბურთელია.

დღეს ანუკისა და კახას ვაჟი, ბიბი კალაძე, იუბილარია. ის 14 წლის გახდა. ბიბი მამის სეხნიაა.

"ჩემი კეთილი და ყველაზე ტკბილი ბიჭი. ჩემი ფოტოგრაფი და საუკეთესო მეგობარი" - წერს ანუკი.

anuki-areshidze

 

  • რა ღირს ანუკი არეშიძის ხავერდის კაბა, რომელმაც სოციალურ ქსელში რეკორდული ნახვა დააგროვა 

ანუკი არეშიძის ოჯახი და კარიერა 

ანუკი არეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.

თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.

2013 წელს, 23 წლის ასაკში, ანუკი არეშიძე დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა გაბედული   გადაედგა მოდის სამყაროში საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს გამოშვებით. ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ შესთავაზოს მზა ტანსაცმლის კოლექციები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიაშიც.ANOUKI-ს კოლექციებში ხშირად არის ცოცხალი ფერები, მდიდრული ქსოვილები და რთული დეტალები.

anuki-areshidze

  • "ყველა მეკითხება, რატომ გამოიყურება ჩემი კანი ასე კარგად" - ანუკი არეშიძის თავის მოვლის რუტინა 

გარდა პროფესიული წარმატებისა, არეშიძის სოციალურ მედიაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ANOUKI-ს პოპულარობის ზრდაში. მისმა ინსტაგრამის ანგარიშმა (@anoukigold) მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, სადაც ის ხშირად აზიარებს სიახლეებს მისი კოლექციების და პირადი ცხოვრების შესახებ.

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ - ამბობდა ანუკი.

ანუკი და კახა 4 ვაჟის მშობლები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს შვილების ვიდეოებს. მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია, რომელიც სამტრედიაში თამაშობს.