ეკა ხოფერია თავისი გადაცემის ფარგლებში "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" ლევან წულაძის და მანანა კოზაკოვას ოჯახს სტუმრობდა. ინტერვიუს ფარგლებში უამრავ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ქალიშვილზეც.
რეჟისორმა გულახდილად აღიარა, რომ შვილიშვილის დაბადების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა. მისი თქმით, თინათინის პიროვნულ ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი სწორედ მანანას მიუძღვის.
"თინათინი რომ ასეთია, ეს სრულად მანანას დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც შვილიშვილი შეგვეძინა, მივხვდი, რომ თურმე ცუდი მამა ვყოფილვარ. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რამდენი რამ სჭირდება ბავშვს. თინათინის შემთხვევაში ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო: ჯერ პატარა იყო, მერე - მოზარდი, ახლა კი უკვე დიდია. სპორტზეც დადიოდა, მეც ხშირად მივდიოდი მის სანახავად, მიხაროდა... თუმცა, უცებ აღმოჩნდა, რომ მთელი ის შრომა, რაც ბავშვის ფსიქოლოგიური აღზრდისთვის იყო საჭირო, მთლიანად მანანაზე გადადიოდა." - ამბობს ჭოლა.

მანანამ აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მამების როლი ოჯახში სხვანაირად აღიქმებოდა. მისი თქმით, ლევანი ჩართული იყო პროცესებში, თუმცა არა იმ ინტენსივობით, როგორც ამას თანამედროვე მამები აკეთებენ.
"განა ის, რომ არ იღებდა მონაწილეობას, იმ დროს არ იყო მიღებული, დღეს მამები გაცილებით უფრო აქტიურები არიან. ახალგაზრდა მამებს, რომ ვუყურებ ბავშვებს ასეირნებენ პარკში, მიჰყავთ დასასვენებლად, მშობლები ინაწილებენ შრომას. შეიძლება უარიც არ ეთქვა, მაგრამ არც შემითავაზებია. ერთხელ დავუტოვე ბავშვი და მეგონა რაღაც დავაშავე. 24 წლის ვიყავი თინათინი, რომ გავაჩინე, არც მიფიქრია, რომ გავბრაზებულიყავი რატომ არ იტოვებდა ბავშვს. ერთხელ, როცა დავუტოვე ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი დაბანა ბავშვი. კიდევ კარგი ჭურჭლის სარეცხი მანქანები არ იყო, თორემ ალბათ შიგნით შეაგდებდა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც თინათინს ცხოვრების ეტაპზე რაღაც დასჭირდებოდა ყოველთვის ერთად ვწყვეტდით. როდესაც სიმკაცრის გამოჩენის პერიოდი დადგა, მე ლევანს ავუხსენი, რომ გოგოები ამაზე სხვანაირად რეაგირებენ. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, მაგრამ გოგოებს განსხვავებული ჩუმი პროტესტი აქვთ და იციან ადრე გათხოვება.
ძალიან ბევრი ჩავდე მასში, ყველაფერზე ვატირებდი, ოღონდ არა იმიტომ, რომ ყველაფერი ესწავლა, არამედ გვეპოვა რა იყო მისი ნამდვილი მოწოდება, " - ამბობს მანანა
თინათინმაც გაიხსენა ბავშვობა და ისაუბრა მშობლების ობიექტურობაზე, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.
"ყოველთვის ძალიან ობიექტურები იყვნენ, მაშინაც კი, როდესაც "სუხიშვილებში" ვცეკვავდი, შესაძლოა ქორეოგრაფიაში ძირფესვიანად ვერ ერკვეოდნენ, მაგრამ ყოველთვის დეტალებზე აკეთებდნენ აქცენტს და ვხვდებოდი, რომ მათთვის მხოლოდ თინათინი დავინახო სცენაზე არ არის, არამედ პროცესს აკვირდებიან. ძალიან ბევრჯერ მოუციათ რჩევა. არარეალურ სამყაროს არ მიქმნიდნენ, ყოველთვის იყვნენ ობიექტურები. თუ თვლიდნენ, რომ რაღაც კარგად გამომდის ამას ყოველთვის მაგრძნობინებდნენ. ვთვლი რომ ეს ბალანსი ყველაზე მნიშვნელოვანია.
დღემდე მიჭირს თქმა, რომ რეჟისორი ვარ, ქორეოგრაფიულ რეჟისურას ვეძახი დღემდე. ცოტა მშიშარა ადამიანი ვარ, ის პატარა გზა, რომელიც ჩემით გავიარე მგონია, რომ თავდაჯერებულობის დიდი წილი მომცა. " - ამბობს თინათინი