"ის ისტორია თუ იცით? ამბობდნენ, ზუსტად ვიცით, უცხოელს გაჰყვა ცოლადო" - საიდან გაჩნდა ჭორი მსახიობის ოჯახზე და რას ამბობს თავად თამარ მაყაშვილი? - Marao

"ის ისტორია თუ იცით? ამბობდნენ, ზუსტად ვიცით, უცხოელს გაჰყვა ცოლადო" - საიდან გაჩნდა ჭორი მსახიობის ოჯახზე და რას ამბობს თავად თამარ მაყაშვილი?

2026-05-05 15:24:55+04:00

მსახიობი თამარ მაყაშვილი პროექტ "პროექციაში" სტუმრობდა მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა მათ შორის მის ხასიათებზეც. 

"მე არ ვარ ადვილი ადამიანი. დღეს ასეთი ვარ, ხვალ - ისეთი. ის ისტორია თუ იცით?

ერთხელ ნინუცას ეუბნებიან: "ვიცით, რომ მაყაშვილი ვიღაც უცხოელს გაჰყვა ცოლადო“. საიდან მოიტანეთო? - გაუკვირდა ნინუცას. "როგორ თუ საიდან, ზუსტად ვიცით, უცხოელს გაჰყვა და აი, შვილიც როგორი რიჟა ჰყავსო“ - ელისბარი გვყავს ძალიან რიჟა. ნინუცა გაკვირვებული იყო, ვერ ხვდებოდა, საიდან მოიტანეს ეს ამბავი.

ბოლოს მე მივხვდი, რაც ხდება: სადმე რომ მივდივართ, ქორწილი იქნება თუ სხვა შეკრება, ეს გია ისეთი ინტელიგენტივით დგას, მე კი - პირიქით, ყველასთან მივდივარ, მოვდივარ, ვაქტიურობ... გიას ხელს ჩამოართმევენ ხოლმე, ისე ჩაუვლის ყველას, რომ ჰგონიათ, უცხოელია და ქართული არ იცის. ამიტომ ყველა ძალიან დისტანციურად და მშვიდად ელაპარაკება. ალბათ, სწორედ მაგიტომ ეგონათ, რომ უცხოელი ქმარი მყავს. გია ამ ამბავზე სულ იცინის ხოლმე“,  -ამბობს თამარი.

tamar-makashvili

თამარ მაყაშვილი

მსახიობი თამარ მაყაშვილის ოჯახი დიდ პოპულარობით სარგებლობს. თამარის შვილები ნინუცა და რუსკა მაყაშვილებიც დედის მსგავსად მსახიობები არიან. გოგოები არაერთი პროექტის სახე გამხდარან და დღემდე აქტიურად მუშაობენ.

თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა. მათ ორი საერთო შვილი რუსკა და ნინუცა ჰყავთ. კოკა მხატვარია. კოკას მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი გოგონა, ელენე და მარიამ ცხვედიანები ჰყავს.

რუსკა და ნინუცამ გვარის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოკამ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, შვილებზე მხოლოდ ელენეზე და მარიამზე ისაუბრა.

"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო." - ამბობდა რუსკა.

tamar-makashvili

თამარ მაყაშვილი მეორედ გია ყიფშიძეზე დაქორწინდა. წყვილს ერთი საერთო შვილი ელიზბარი ჰყავთ.

"რა გითხრათ, გოგონებს არაერთხელ უთქვამთ, 9 საათზე ვიძინებდითო... წესრიგში იყვნენ, თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული. მათ სულ კუდში დავდევდი. ახლა ადამიანებს დღე და ღამე სამსახურში უწევთ ყოფნა, რომ შვილები გამოკვებონ, მე კი მაშინ საშუალება მქონდა - ფინანსურად ჩემი ძმა უზრუნველგვყოფდა და ჩემს შვილებს თუ სადმე უვლიათ და რამე უსწავლიათ, ეს არის აბსოლუტურად ჩემი ძმის დამსახურება. მართლაც, ყველაფერს აკეთებდა, რომ ამათ არაფერი მოჰკლებოდათ, ესწავლათ, კარგად ჩაეცვათ და ა.შ. დედაჩემიც გადაყოლილი იყო მათზე. დანარჩენი - წაყვანა-მოყვანა, თეატრი, კინო, მე ვიყავი. როცა ფინანსურად უზრუნველყოფილი ხარ, შენი შვილების აღსაზრდელად მეტი დრო გაქვს. მოხდა ისე, რომ დრო შეიცვალა და ახლა მე ვარ შვილებზე დამოკიდებული, რაც რაღაცნაირად, შეურაცხმყოფელია, თუმცა, თვითონ სულ მეჩხუბებიან, ამას ნუ ამბობო. არ მწყდება გული იმაზე, რომ დღეს თეატრში აქტიურად დაკავებული არ ვარ, ვინაიდან ჩემს ოჯახში ახლა უმცროსი თაობა იზრდება, მირჩევნია, მათ მივხედო და კაცებად გაიზარდონ. მათაც უნდა დევნა, ყურადღება, სწავლა და ა.შ. ყველას უკვირს, რომ სახლში ინტერნეტქსელები არ მაქვს. ავკრძალე, არ მინდა, რომ სულ ზედ იყვნენ მიწებებულები. ელიზბარი ნაკლებად, მაგრამ ნოდარიკო ამ ყველაფრისკენ ძალიანაა მიდრეკილი.

ჩემი მეუღლე - გია ყიფშიძე რომ არა, ალბათ იმასაც ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ. მიყვარს სადღაც წასვლა, ამდენი ბავშვით სიარული კი უხერხულია ხოლმე და გია ყოველთვის მხარში მიდგას, სარეცხის გაფენა იქნება თუ სხვა რამ, ყველაფერში მეხმარება. ელიზბარი საერთოდ, მისი გაზრდილია. როცა კარგი დრო იყო და მუშაობდა (მერე გამოუშვეს), სამსახურიდან მორბოდა ბავშვის გამო." - ამბობდა თამარი.