ერთი რჩევა მამისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცვალა: მანანა კოზაკოვას გზა და ამბავი თავდაჯერებულობის შესახებ - Marao

ერთი რჩევა მამისგან, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცვალა: მანანა კოზაკოვას გზა და ამბავი თავდაჯერებულობის შესახებ

2026-05-05 16:26:29+04:00

მსახიობი მანანა კოზაკოვა ეკა ხოფერიას გადაცემაში ერთ რჩევას გვიზიარებს, რომელიც მას მამამ, ასევე მსახიობმა მიხეილ კოზაკოვმა მისცა წლების წინ. 

  • "აღარც მახსოვს, ლევანის გარეშე როდის ვცხოვრობდი..." - მანანა კოზაკოვა ოჯახის, საქმისა და მეგობრების შესახებ 

მანანა კოზაკოვას რჩევა

"ის ადამიანები, რომლებიც არიან მორიდებულები, არანარცისულები, მარტივად არ აჯერებენ საკუთარ თავს, რომ არიან ლამაზები, მშვენიერები, ნიჭიერები, გადასარევები - ყოველთვის იპოვიან მიზეზს, რომ პირველებმა გააკრიტიკონ საკუთარი თავი. და აი, ეს არის სწორედ ის ჭიდაობა და ჭიდილი, რაც გვიშლის ხელს.

გზა რა არის, ხომ? აი, რა არის დამაჯერებლობის გზა ნებისმიერ პროფესიაში. ძალიან რთულია ეს გზა - ვიღაც სარკესთან ამუშავებს თავს, ვიღაც კოსმოსში უშვებს ენერგიებს...

manana-kozakova

  • "ყოველთვის მოთმინება ჯობია. ჩემგან ყვირილი და ჩხუბი იშვიათია" - ლევან წულაძე განსხვავებული რაკურსით 

მამაჩემმა აი, ასეთი რამ მითრა - გახდი შენი როლების ადვოკატიო. ადვოკატი არ არის პროკურორი, შენ აღარ ხარ სულ კრიტიკის, თვითგვემისა და მსგავსი რეჟიმის პირობებში. შენ არ ხარ საკუთარი თავის მაქებარი - ადვოკატს სჭირდება ფაქტები? ყოველთვის უნდა იცოდე, რატომ აკეთებ -  ვთქვათ, ხელი რატომ გასწიე ასე, რატომ გაქვს ეს ემოცია.

როდესაც შენ თვითონ გაქვს ყველა კითხვაზე პასუხი - შენი ნებისმიერი მოქმედების, ფსიქოლოგიური იქნება ეს თუ ფიზიკური - მაშინ ყველაფერი ლაგდება. საქმეში ხარ და აღარ გაქვს იმის დრო, რომ იფიქრო, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს; იმისთვის ვიღაცის შვილი ხარ, იმისთვის არავის შვილი არ ხარ და საერთოდ, რა გინდა ამ პროფესიაში.

ანუ, მიზეზს ყოველთვის იპოვი, სადაც შეძლებ, რომ შენი თავი "ჩააჩაქუჩო". იმისთვის კი, რომ შენ რაღაც საქმე აკეთო, უნდა მოიცვა ეს საქმე შენი სწორი მიმართვით. ანუ - იყო ადვოკატი", - ამბობს მანანა.