"ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით" - დედის სილამაზით აღფრთოვანებული პატარა დათი - Marao

"ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით" - დედის სილამაზით აღფრთოვანებული პატარა დათი

2026-05-06 13:46:23+04:00

- ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? მე მგონია, რომ რობოტმა დაგხატა, პიკასოზე გონიერმა რობოტმა და ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით.

- ანუ, მოგწონვარ?

- ვის არ მოსწონხარ? ყველაზე ლამაზი ქალი ხარ გალაქტიკიდან, უნივერსიდან, მილკი ვეიდან -  ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ მთელ ამ ადგილებში.

  • ეს სიყვარული უკვე 17 წელს ითვლის: ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ბედნიერი ოჯახი, ორი შვილი და ოჯახური კადრები

ეს დიალოგი ირინა ონაშვილსა და მის უმცროს შვილ დათი ვარძელაშვილს შორის შედგა. დათი ფიქრობს, რომ მისი დედა მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადამიანია და ამაში ალბათ ბევრი ჩვენგანაც ეთანხმება - ირინა ონაშვილი ხომ 2003 წელს მთელმა საქართველომ აღიარა ქვეყნის უმშვენიერეს ქალად. 

onashvili

ირინა ონაშვილის ოჯახი და კარიერა

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

  • ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში

ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა - მოდელს ცნობილ მამაკაცებთან მიაწერდნენ რომანს, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად.

ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

onashvili

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: როცა მეგობრები ვარძელაშვილის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, მან "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი საჩვენებლად მეგობარს, ზვიად ქავთარაძეს მიაწოდა, ამ უკანასკნელს იარაღი გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა - ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლადო ვარძელაშვილი სასჯელს გირაოს სანაცვლოდ გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ტელეეკრანებთან გამოჩენას თავს არიდებს. ირინა და ლადო დღემდე ერთად ცხოვრობენ და ორ შვილს ზრდიან. 

  • " წელიწადში რამდენჯერმე ვიტარებ ამ პროცედურას, რომელიც ძალიან კარგად უვლის კანს" - ირინა ონაშვილის სილამაზის რეცეპტი

"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის.