„პალიტრა L-ის“ პროექტი - „ამბიდან წიგნამდე“ გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ უნიკალური ლიტერატურული შესაძლებლობა, შეიძინოთ ახალი უნარები და კონტაქტები თქვენი მომავალი განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან გზას საკუთარი რეალური ისტორიებიდან ლიტერატურული ტექსტის შექმნამდე. პროგრამას ერთობლივად წარუძღვებიან მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი (რომლის შემოქმედების მთავარი თემა ადამიანებზე ისტორიის, სოციუმისა და კულტურის გავლენებია) და ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი რუსუდან თელია.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 25+ ქალებს, ვისაც სურვილი აქვს და მზაობა: ჯგუფის წევრებთან გააზიაროს და გააცოცხლოს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ამბები; ამასთანავე, საკუთარი უნიკალური ისტორია მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებად აქციოს.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან მწერალ ქალებს: თამთა მელაშვილს, ანა კორძაია-სამადაშვილს, ანა ჯავახიშვილს, ელენე ჯაფარიძეს, ელზა გურგენიძესა და თეონა დოლენჯაშვილს, რომლებიც ჯგუფის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
პროექტზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. მონაწილეები შეირჩევიან წარმოდგენილი ტექსტუალური მოტივაციის, ანოტაციის და გასაუბრების საფუძველზე.
პირველი შეხვედრა ჩატარდება 2026 წლის 4 ივნისს და გაგრძელდება ყოველ ხუთშაბათს ოქტომბრის ჩათვლით. აგვისტოს თვეში დისტანციურად იმუშავებთ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
R