53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა - დიდი საიდუმლო და ემოციური პოსტი - Marao

53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა - დიდი საიდუმლო და ემოციური პოსტი

2026-05-07 10:40:09+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერონ დიასი და მისი მეუღლე, როკ-მუსიკოსი ბენჯი მადენი, კვლავ ყურადღების ცენტრში არიან. 53 წლის მსახიობმა და 47 წლის მუსიკოსმა საზოგადოებას მორიგი სიურპრიზი ამცნეს - მათ მესამე შვილი, ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უჩვეულო სახელი, ნაუტუსი დაარქვეს.

წყვილს უკვე ჰყავს ორი შვილი: გოგონა რადიქსი და ვაჟი კარდინალი.

ბენჯი მადენმა სასიხარულო ამბავი ემოციური პოსტით გააზიარა:

"მე და კამერონი ბედნიერებისგან დავიბენით! აღფრთოვანებულები ვართ ჩვენი მესამე შვილის დაბადებით. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნაუტას მადენ! ჩვენი ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან, ჩვენ კი უზომოდ მადლიერები ვართ ამ საჩუქრისთვის."

cameron-diasi

  • 51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა - " ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო"

როგორც უცხოური წყაროები წერენ,  ნაუტუსი, ისევე, როგორც მისი და-ძმა, სუროგაციის გზით დაიბადა. 

კამერონ დიასის კარიერა

კამერონ დიასის კარიერა კი უბრალო შემთხვევითობით დაიწყო. 1994 წელს, უკვე საკმაოდ ცნობილმა მოდელმა, კომედიაში "ნიღაბი" როლი მხოლოდ ლამაზი გარეგნობის გამო მიიღო. რეჟისორმა ჩაკ რასელმა ჯერ არაფერი იცოდა ვარსკვლავის დრამატული მონაცემების შესახებ და პროექტში მხოლოდ იმიტომ მიიწვია, რომ ანა ნიკოლ სმიტს ჰგავდა. თავდაპირველად სწორედ ნიკოლი ჰყავდა გათვალისწინებული ამ როლზე, მაგრამ მოდელმა კასტინგზე ცუდად ითამაშა, ამიტომ მასზე რეჟისორმა უარი თქვა. კამერონი მხოლოდ მის შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა მაყურებლებმა და კრიტიკოსებმა ის ძალიან თბილად მიიღეს. ამიტომ კამერონის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა.

2015 წლის იანვარში დიასი ჯგუფ Good Charlotte-ის გიტარისტს და ბექვოკალისტს, ბენჯი მედენს გაჰყვა ცოლად, 2019 წელს კი ქალიშვილი რედიქსი შეეძინა.სწორედ მისი დაბადების შემდეგ გამოაცხადა კამერონ დიასმა, რომ სამსახიობო კარიერას აპაუზებდა, რათა მთლიანად მიეძღვნა თავი ოჯახისა და შვილისთვის. მას შემდეგ კი კარიერას აღარ დაბრუნებია.