"დაიბადა ჩვენი კონსტანტინე საჯაია", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია. მას და მის მეუღლეს, ასევე ტელეწამყვანსა და მოდელს, მარიტა ჯანაშიას მეორე ვაჟი შეეძინათ. მათი პირველი შვილი, ბექა, 2021 წელს შეეძინათ.

მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას ოჯახი
მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან - ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ კადრებს, განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.
ახლა მარიტა და თემო უკვე ორი შვილის მშობლები არიან,მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილს იღებენ.