"როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია" - ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ინტერვიუ ურთიერთობაზე, ბავშვობასა და კარიერაზე - Marao

"როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია" - ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის ინტერვიუ ურთიერთობაზე, ბავშვობასა და კარიერაზე

2026-05-07 15:17:43+04:00

„იმედის დილის“ სტუმრები მოცეკვავეები, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი იყვნენ - წყვილი, რომელმაც მთელს საქართველოს თავი შეაყვარა, როგორც ენერგიულმა, ძლიერმა და ჰარმონიულმა წყვილმა - ასე წარადგინეს ისინი გადაცემაში.  

  • ქართველი მოცეკვავეების უდიდესი წარმატება: რას წერენ რატი გაჩეჩილაძე და ოთო ფოლადაშვილი

juliana

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი - ინტერვიუ

ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა გადაცემის ფარგლებში ბავშვობასა და პირველ ნაბიჯებზე ისაუბრეს: 

ოთო ფოლადაშვილი: ბავშვობიდან ასე მოხდა, რომ წარმატებული ვიყავი. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ვიყავი. არ მიოცნებია წარმატებაზე, მაგრამ ვოცნებობდი, რომ დიდი მიზნებისთვის მიმეღწია. 

ჩემი და დაიოდა ცეკვაზე და მეც მშობლების მოსაცდელში ვიყავი, როცა ერთხელ დედას ვთხოვე, მეც შევალ დარბაზში-მეთქი. მე-3 გაკვეთილზე, როცა დედამ დარბაზში შემოიხედა, დაინახა პატარა ოთო, რომელიც თავისთვის ცეკვავდა. მაშინ მასწავლებლებმა უთხრეს, რომ ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვსო. 

  • ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები: ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ახალი ფოტოებით

ჯულიანა ბარგნარი: მე სრულიად ავიხდინე ჩემი ოცნება, იმიტომ, რომ ბავშვობაში ვოცნებობდი, სულ მეცეკვა. 

მე ცეკვაზე ჩემმა დამ მიმიყვანა, მას სურდა რომ მეცეკვა და სჯეროდა, რომ გამომივიდოდა. სულ ამბობდა, ჯულიანა იქნება ძალიან წარმატებული და პოპუარულიო. 

წამყვანმა ოთო ფოლდაშვილსა და ჯულიანა ბარგნარს ურთიერთობისა და პირდაი ცხოვრების შესახებაც ჰკითხა - ეს ის თემაა, რომელზეც მოცეკვავეები არასდროს საუბრობენ. ოთო ფოლადაშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხზე კამერების წინ არ საუბრობს, ჯულიანამ კი აღნიშნა, რომ არ სურს, მისი პირადი ცხოვრება საჯაროდ განიხილონ: 

poladashvili

ჯულიანა ბარგნარი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური მეგობრობაც. როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია. 

  • ოჯახური არდადეგები - როგორ ატარებენ ზაფხულს ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი

მე ვთვლი, რომ პირადი ურთიერთობა ამიტომაც ჰქვია, რომ პირადია. რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია.