ნანკა გვარი დაინიშნა: ვინ არის მშვენიერი მსახიობის რჩეული - კადრები ხელის თხოვნის ცერემონიიდან - Marao

ნანკა გვარი დაინიშნა: ვინ არის მშვენიერი მსახიობის რჩეული - კადრები ხელის თხოვნის ცერემონიიდან

2026-05-08 10:49:49+04:00

ქართველი მსახიობი და იუთუბერი, ნანკა გვარი დაინიშნა. კადრები ხელის თხოვნის ცერემონიიდან მას საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მსახიობის რჩეული ირაკლი კიღურაძეა. 

nanka-gvari

  • "გზის თანაზიარი არასდროს მყოლია - თურმე, არ არის სირცხვილი, შენს სისუსტეებზე ილაპარაკო" - ნანკა გვარის წერილი 

ნანკა გვარიშვილის ოჯახი 

მომღერალ ნანკა გვარიშვილს  ფართო აუდიტორია პროექტიდან "დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც. ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია. მისი ხილვა კი მსურველებს თეატრის სცენაზე შეუძლიათ. 

სწორედ თეატრში გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე ცნობილი მსახიობი, ბუბა ჭოღო შვილი. ბუბას პერსონაჟს პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" ბევრი იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის უფრო აქტიურად თეატრში თამაშობს. 

 "ერთმანეთი "ახალ თეატრში" გავიცანით, სპექტაკლის "მე გადმოვცურავ ზღვას" დადგმისას. ერთ დღესაც, შუა "პრაგონის" დროს, გვერდზე მიდგება და მეუბნება, დღეს წამო, სადმე ვჭამოთო. მეთქი, ღმერთო... რვა ძაღლი გვყავს და ჩვენს მრავალფეროვან ცხოვრებას ისინი უფრო ამრავალფეროვნებენ... " - ამბობდა ნანკა. 

nanka-gvari

  • გამორჩეული გარეგნობა, ერთ დღეში მოსული პოპულარობა და ცხოვრება სოფელში: ნანკა გვარის ამბები ეკრანს მიღმა 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ცხოვრება და კარიერა დამოუკიდებლად გააგრძელა. 

ბოლო დროს ნანკა იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში. მსახიობი და მომღერალი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩანაწერებს, რჩევებსა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხის შესახებ. 

ბოლო დროს ნანკას საქმიანობაში საინტერესო სიახლეა - მას საავტორო რუბრიკა "მარტოობის 15 წუთი" აქვს. გადაცემას ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და სხვადასხვა საკითხის შესახებ წამყვანთან ერთად საუბრობენ. გადაცემის ნახვა Youtube-ზეა შესაძლებელი.