"ყოველთვის ვთვლიდი, რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მაგ თვალით არასდროს შემიხედავს" - თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის სიყვარულის ამბავი - Marao

"ყოველთვის ვთვლიდი, რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მაგ თვალით არასდროს შემიხედავს" - თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის სიყვარულის ამბავი

2026-05-08 15:01:08+04:00

თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის ვარსკვლავურ წყვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და ერთად გადაღებულ კადრებსაც ხშირად აზიარებენ. ცოტა ხნის წინ თინათინი და ბუბა ქეთო ანთაძის პოდკასტის სტუმრები იყვნენ, სადაც მათ საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრეს:

თინათინი წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის სიყვარულის ისტორია

"ბუბა მესამე წელია, თეატრ "სახელოსნო 42-ის" მსახიობია და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი.

თავიდან ვმეგობრობდით, არასდროს მიფიქრია ურთიერთობაზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მაგ თვალით არასდროს შემიხედავს. ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო და იქ მივდიოდით, რამდენიმე დღით ადრე კი ვეუბნებოდი, რომ ამ დაბადების დღეზე მისთვის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი უნდა გამეცნო. 

უცებ, ერთი წამი იყო, რაღაცნაირად შემომხედა და რაღაც ვიგრძენი, მაგრამ ამ ამბიდან 3 დღე აღარ გამოჩენილა. ამ დროს თავში ბევრი რამ გავიელვე. ამ დაბადების დღეზე პირველი ნაპერწკალი გაჩნდა. ამის შემდეგ ერთ დღეს დავსხედით და ვთქვით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. 

ძალიან ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ბევრ თემაზე გვისაუბრია. ვთვლი, რომ პირველ გაცნობა-მორიდების ეტაპს გადავახტით და ძალიან მარტივად წავიდა ყველაფერი," - ამბობს თინათინი.

"პირველად ქასთინგზე ვნახე, რომ მივედი შევამჩნიე, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. თავისთვის იჯდა, გაციებული იყო, სიცხიანი, მაგრამ ქასთინგზე ვნერვიულობდი და არ მივსულვარ. შემდეგ, რომ გავიგე, ვინ იყო, დავამატე სოციალურ ქსელში. 5 თვე იქნება, რაც ერთად ვართ," - ამბობს ბუბა. 

tinatin-tsuladze

  • ცნობილი მსახიობების ულამაზესი წყვილი: თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი 

თინათინ წულაძე

თინათინ წულაძე "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ანსამბლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა ახლა იგი თეატრის ქორეოგრაფია და ახალ პროფესიაში დამკვიდრებას ცდილობს:

"ანსამბლიდან წამოვედი. თეატრში გადავინაცვლე, როგორც ქორეოგრაფმა. მინდა, ჩემი მომავალი თეატრს უკავშირდებოდეს. ახლა ვდგამ ნაბიჯებს ამ პროფესიაში. არ მოვიტყუები, ძალიან რთული იყო. იმის გააზრება, რომ შეიძლება სცენაზე აღარ დადგე, ურთულესია. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის ეს იყო. უამრავი შრომის, ვარჯიშის, რეპეტიციების შემდეგ ჩვენი ჯილდო სცენაზე დგომა და მაყურებლის ემოციების მიღებაა – ამას არაფერი შეედრება. ამიტომ ძალიან გამიჭირდა. თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი", - ამბობდა თინათინი.

თინათინ წულაძე აღნიშნავს, რომ ანსამბლიდან წამოსვლა მისთვის აუცილებელ და დროულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რათა განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მან აქტიური საცეკვაო კარიერა დაასრულა, მისი კავშირი ანსამბლთან კვლავ უწყვეტია. მრავალწლიანმა ერთობლივმა ცხოვრებამ და ხანგრძლივმა გასტროლებმა დასთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა, რომ ის თავს დღემდე მათი ცხოვრების ნაწილად გრძნობს და მუდმივად ინტერესდება კოლეგების გეგმებით.

მისი გადასვლა თეატრის ქორეოგრაფიაში არა შემთხვევითი, არამედ დიდი ხნის განმავლობაში გააზრებული გადაწყვეტილება იყო. თინათინს სურდა, ჯერ მოცეკვავის ამპლუაში მიეღო მაქსიმალური გამოცდილება, რათა შემდგომ ეს ცოდნა ქორეოგრაფიულ საქმიანობაში გამოეყენებინა. რადგან ამ ორი სფეროს შეთავსება რთული აღმოჩნდა, მან არჩევანი თეატრზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება სრულიად ბუნებრივი იყო ანსამბლის ხელმძღვანელებისთვისაც - ილიკო და ნინო სუხიშვილებისთვის, რადგან მათთან ამ პროფესიულ ტრანსფორმაციაზე საუბარი დიდი ხნით ადრე დაწყებული ჰქონდა.

tinatin-tsuladze

  • ულამაზესი მსახიობების ვარსკვლავური წყვილი: თინათინ წულაძისა და ბუბა ჭოღოშვილის სიყვარულის ამბავი 

ქორეოგრაფიის გარდა, თინათინი საკმაოდ წარმატებული მსახიობია და არაერთ სპექტაკლში მიუღია მონაწილეობა: ინციდენტი მეტროში ",  „ფიგაროს ქორწინება, ანუ შეშლილი დღე",  „ვარდის სვირინგი", „ჰამლეტი" და სხვა. სპექტაკლების გარდა, თინათინის ნახვა რამდენიმე მიუზიკლშიც შეგიძლიათ.