თამუნა მუსერიძე ქმარს დაშორდა: "იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბა სასმლით" - Marao

თამუნა მუსერიძე ქმარს დაშორდა: "იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბა სასმლით"

2026-05-09 12:39:04+04:00

"ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს. ასე ცუ­დად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ამა­საც გა­დავ­ლა­ხავ.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რაც არ გა­და­მი­ლა­ხავს. ასე­თი მშვი­დი და ჩუმი, და­მან­გრევ­ლად ჩუმი დეპ­რე­სია თუ მექ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა, მაგ­რამ მოხ­და.

არ და­ვი­წყებ იმის ძი­ე­ბას, თუ ვისი ბრა­ლია. თქვენც ნუ და­ი­წყებთ იმის ძებ­ნას, თუ ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, არა­ვინ არა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ, რად­გან არა­ვი­სი ბრა­ლი არ არის. გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროებით ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ გავატარე. მი­ზე­ზებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეს დამ­თავ­რდა, აქამ­დე მის­ვლა იყო რთუ­ლი. წერ­ტი­ლის დას­მის მერე არის სიმ­შვი­დე, მაგ­რამ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სიმ­შვი­დე. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მე­გობ­რებს, ვინც ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რეს. არ მე­გო­ნა, თუ ასე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

  • „40 წელი არ ვიცოდი, რომ შვილი მყავდა“ — მამა-შვილის გულწრფელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში 

მე მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი არა­ფერ­ში და­მი­და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ის მე­სა­მე არა­ფერ შუ­ა­შია, თუმ­ცა წელს რა­საც ვუ­ყუ­რე და ვნა­ხე შემ­თხვე­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვი­ლი, ოჯახ­ში ად­გე­ბო­დე სასმლით. მაგ­რამ ის გოგო არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვე­ნი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მყა­რად... დამ­თავ­რდა ეს ის­ტო­რია, ჩვე­ნი 12-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­თავ­რდა", - ამ­ბობს თა­მუ­ნა მუსერიძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა. 

tamuna

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა. 

  • "ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო…თამუნამ დამილაგა ასევე ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაც"

თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მრავალწლიანი ძიების შემდეგ მენ ბიოლოგიური მშობლები იპოვა - დედას შეხვდა, თუმცა მასთან ურთიერთობა არ გაუგრძელებია, მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს კი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 

museirdze

თამუნას პირველი ქმარი რადიოს წამყვანი და მომღერალი აჩი ფურცელაძე გახლდათ. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამის შემდეგ თამუნამ გუფიზე, იგივე გურამ მაკალათიაზე იქორწინა, რომელიც ბენდ ''ბანდეროლის'' დრამერი იყო. 

გუფისა და თამუნას საერთო შვილი - სანდრო ჰყავთ. ვერც ამ ოჯახმა გაძლო დიდხანს და მალე დაინგრა, რასაც ბევრი უსიამოვნება მოჰყვა. 

  • "ყველა ბოროტებაზე გამარჯვებული ქალი - თამუნა" - რას წერს თამუნა მუსერიძე HBO max-ის წინასაპრემიერო ჩვენებიდან

მოგვიანებით თამუნა მუსერიძემ მსახიობ სანდრო მიკუჩაძეზე იქორწინა და მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ. სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებული იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და, როგორც თამუნა ამბობდა, მეუღლე მისი დიდი გულშემატკივარი და მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.